სისხლსი ცუდი მიმოქცევა გაქვთ? აირიდეთ ინფარქტი, ინსულტი და ათეროსკლეროზი მხოლოდ ერთი პროდუქტით.

სისხლსი ცუდი მიმოქცევა გაქვთ? აირიდეთ ინფარქტი, ინსულტი და ათეროსკლეროზი მხოლოდ ერთი პროდუქტით.
როდესაც გარეთ ცივა და ყოველი მეორე ადამიანი ვირუსული ინფექციებისგან იტანჯება, დამხმარედ ყოველთვის საოცრად გემრიელი და არომატული ხილი, ბროწეული მევლინება, რომელიც ბავშვობიდან ჩემი საყვარელი პროდუქტების სიაში პირველ ადგილს იკავებს. ღია წითლად შეფერილი ეს არომატული ხილი ნამდვილი საგანძურია, რომელიც ვიტამინების, მინერალებისა და ამინომჟავების ერთ-ერთი უდიდესი ბუნებრივი წყაროა. გარდა ამისა, ის ჩვენი გულ-სისხლძარღვთა სისტემის საუკეთესო დამხმარე და მეგობარია.



როგორც გაირკვა, თუ თქვენ რეგულარულად ამ უგემრიელეს ნაყოფს მიირთმევთ, შეძლებთ გულისთვის ღრმა სიბერემდე ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. დღევანდელ სტატიაში ჩვენი რედაქცია დეტალურად მოგითხრობთ, თუ რატომ უნდა შეიყვანოთ ბროწეულის ხის ეს არომატული ნაყოფი.

ბროწეული სასარგებლო გავლენა ჩვენს ორგანიზმზე

ბუნებაში არსებობს 10-ზე მეტი სახოების ბროწეული, რომლებიც ერთმანეთისგან ფერითა და გემოთი განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო ფაქტი ახასიათებს: ნებისმიერი სახეობის ბროწეული საოცრად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.



ბროწეული შეიცავს 15 ამინომჟავას, რომელთაგანაც 6 შეუცვლელი და აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, ეს ნაყოფი მდიდარია K, C, B9 და B6 ვიტამინებით, ფოლიუმის მჟავით, რკინით, კალიუმით, ფოსფორითა და კალციუმით. ყველა გასაოცარ თვისებასთან ერთად, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ბროწეული ძალიან დაბალკალორიული პროდუქტია (100 გრამი - 72 კკალ).



ბროწეული - თქვენი კანის, თმის, ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის საუკეთესო მეგობარი. განსაკუთრებით სასარგებლო ეს ნაყოფი გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად და მისი მუშაობის დასარეგულირებლადაა.



რეგულარულად ბროწეულის მიღებით თავიდან ვირიდებთ ლიპიდური ფენებისა და ქოლესტერინის დაგროვებას არტერიების შიდა კედლებზე, რის შედეგადაც უმჯობესდება გულის მომარაგება სისხლით. შესაბამისად, ეს ნაყოფი იცავს ჩვენს ორგანიზმს ათეროსკლეროზის განვითარებისგან.



ბროწეული - ფასდაუდებელი პროდუქტი დიაბეტიკებისთვის, რომლებიც ყველაზე მეტად არიან მიდრეკილნი ათეროსკლეროზის განვითარებისკენ. ანტიქსოდანტები, რომლებსაც ჭარბად შეიცავს ეს ნაყოფი, უნარჩუნებს ჩვენს სისხლძარღვებს ტონუსს და გვიწყობს ხელს დიაბეტის დამარცხებაში.

გარდა ყოველივე ზემოთ თქმულია, ბროწეულის წვენს აქვს სისხლის გათხევადების უნარი, რაც საოცრად სასარგებლოა მთელი ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. ეს პროდუქტი რამდენჯერმე ამცირებს ინფარქტის, ინსულტისა და სტენოკარდიის შეტევების განვითარების რისკს. გასაოცარია, არა?



სისტემატიურად ბროწეულის მირთმევა და მისი წვენის მიღება რეკომენდებულია აბსოლიტურად ყველა ადამიანისთვის, მათ შორის ჯანმრთელი და ჯასნაღი ახალგაზრდებისთვისაც, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ ზემოთ ნახსენები უსიამოვნო პრობლემები.

ბროწეულის წვენი - ანთების საწინააღმდეგო თვისებებით გამორჩეული საოცრად სასარგელო პროდუქტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას და არეგულირებს ნაწლავების პრისტალტიკას. ცნობისთვის, ბროწეულის კანის ახლადმომზადებული ნახარში საუკეთესო ბუნებრივი საშუალებაა დისბაქტერიოზის დასამარცხებლად და მადის გასაუმჯობესებლად.



მწიფე ბროწეულის განუზავებელი წვენი შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს ჩვენს ორგანიზმში და ამ გზით გვიცავს ონკოლოგირუი დაავადებებისგან.

ესტროგენებით გაჯერებული ბროწეულის ნაყოფი გვეხმარება დეპრესიის დამარცხებაში და ქალბატონებში კლიმაქსის სიმპტომების შემსუბუქებაში. გარდა ამისა, ელატოგენები, რომლებიც მრავლადაა ამ პროდუქტში, აფერხებს სარძევე ჯირკვლების სიმსივნის ზრდა-განვითარებას ქალბატონებში.



რედაქციის რჩევა

მიუხედავად ბროწეულის წვენის სასარგებლო თვისებებისა, კონცენტრირებული სახით ის აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, განსაკუთრებით კი ბავშვებში. სწორედ ამიტომ, გირჩევთ ამ საოცრად გემრიელი, არომატული და სასარგებლო წვენის მიღებამდე მის განზავებას მცირეოდენი წყლით.

გარდა ამისა, უმჯობესია, თუ ბროწეილის წვენს საწრუპის გამოყენებით მიირთმევთ, რადგან მჟავებმა, რომლებსაც ჭარბად შეიცავს ის, შეიძლება კბილის ემალი დააზიანოს.