შესანიშნავი საშუალებები ხელისა და იდაყვების მოსავლელად. ამაში თავადაც დარწმუნდებით
ხელები ბერდება უფრო ადრე, ვიდრე სახე, რადგან მუშაობის დროს ხელებით კონტაქტი გვაქვს მრავალ მავნე ნივთერებებთან და მიკრობებთან. ეს კი იწვევს ხელის კანის დაავადებებს. ხელების მოსავლელად სულაც არ არის საჭირო ძვირადღირებული პროცედურების ჩატარება. გაინებივრეთ თავი მარტივი მეთოდებისა და კრემების, ზეთებისა და ბუნებრივი ექსტრაქტების საშუალებით, რომლებიც განწყობას აგიმაღლებთ, კანს გააჯანსაღებს და მთლიანობაში თავს კარგად გაგრძნობინებთ.
თუ ხელის კანი გექერცლებათ:
თუ ხელის კანი გექერცლებათ:
- კვირაში ორჯერ გაიკეთეთ აბაზანები: 15 წუთით ხელები ჩაყავით კომბოსტოს მწნილის წვენში, რძის შრატში ან კარტოფილის ნახარშში. ორიოდ კვირაში თქვენი კანი რბილი და კრიალა გახდება. აბაზანის შემდეგ კანზე წაისვით ცხიმიანი კრემი, ღამით კი ჩაიცვით ბამბის ძაფით ნაქსოვი ხელთათმანები.
- ხელები დაგირბილდებათ, თუ საღამოობით რძის აბაზანას გაიკეთებთ.
- შუშაში ჩაასხით ერთი ფლაკონი სამედიცინო გლიცერინი, ამავე ფლაკონით სავსე ჯერ სპირტი, ხოლო შემდეგ ანადუღარი ცივი წყალი. შეურიეთ ნებისმიერი სუნამოს რამდენიმე წვეთი და შუშა კარგად შეანჯღრიეთ. დაბანის შემდეგ, ხელებზე დაისხით ცოტა რაოდენობით და კარგად შეიზილეთ. შეგიძლიათ შეიზილოთ გაუხეშებული იდაყვების არეშიც.