ხელების სასწაულმოქმედი ნიღაბი: ბებიების რეცეპტი

ხელების სასწაულმოქმედი ნიღაბი: ბებიების რეცეპტი
გთავაზობთ ხელების შესანიშნავი ნიღბის რეცეპტს, რომელსაც ჯერ კიდევ ჩვენი ბებიები იყენებდნენ. სცადეთ და მალევე დარწმუნდებით მის სასწაულმოქმედ ძალაში!

შემადგენლობა:
  • 1 ს.კ. ზეითუნის, ნუშის ან ნებისმიერი მცენარეული ზეთი
  • ½ ჭიქა ახლადდაწურული ლიმონის წვენი
  • 1 ჩ.კ. ხელის დამატენიანებელი საცხი

ხელების ნიღბის მომზადება და გამოყენება

  1. შეათბეთ წყლის აბაზანაზე ზეთი, დაამატეთ ლიმონის წვენი და საცხი, კარგად მოურიეთ ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. დაიბანეთ ხელები საკმაოდ ცხელი წყლით.
  3. წაისვით ნიღაბი ხელებზე და ჩაიცვით ჯერ პოლიეთილენის ხელთათმანები, შემდეგ თბილი, ნაქსოვი ხელთათმანები.
  4. გაიჩერეთ 20 წუთით, შემდეგ დაიბანეთ და წაისვით ხელის საცხი.

ნიღბის კურსი

გაიკეთეთ ხელის ნიღაბი კვირაში ორჯერ, სასურველია, მთელი ცხოვრების განმავლობაში.