ხალხური მედიცინა ხელების მოსავლელად გვთავაზობს არაჩვეულებრივ რეცეპტებს!
ხელები ბერდება უფრო ადრე, ვიდრე სახე, რადგან მუშაობის დროს ხელებით კონტაქტი გვაქვს მრავალ მავნე ნივთიერებებთან და მიკრობებთან. ეს კი იწვევს ხელის კანის დაავადებებს.
ხალხური მედიცინა ხელების მოსავლელად გვთავაზობს ასეთ რეცეპტებს:
ხალხური მედიცინა ხელების მოსავლელად გვთავაზობს ასეთ რეცეპტებს:
- დამსკდარი ხელის კანს უხდება გლიცერინისა და თაფლის ნარევის შეზელვა.
- დამსკდარი, გაუხეშებული კანისათვის საუკეთესო საშუალებაა ასეთი მალამო:
125 გრ თაფლს აურიეთ 2 კვერცხის გული და 1 სუფრის კოვზი ზეთი. - მოსაცვლელ, დაზიანებულ ფრჩხილზე თუ ფიჭვის კევს დაიდებთ იგი წააგდებს ძველ ფრჩხილს და ამოყვანს ახალს.
- თუ ხელებზე მეჭეჭები გაგიჩნდათ წაისვით დღეში რამდენჯერმე ქრისტესისხლას წვენი ან ლეღვის რძე.
- ნაოჭიან ხელს უხდება ასეთი მალამო:
1 კვერცხის გულს დაუმატეთ 1 სადილის კოვზი თაფლი და 1 ჩაის კოვზი შვრიის ფქვილი. გააკეთეთ მალამო და ღამით შეიზილეთ ხელის კანში. - ხელის ოფლიანობის დროს დღეში 2 - ჯერ გაიკეთეთ ცივი, ძმრიანი წყლის აბაზანა.
- ბუნებრივი ნაოჭების დროს - 1 ჩაის კოვზი მუხის ქერქი და 1 ჩაის კოვზი კრაზანა 2 ჩაის ჭიქა წყალში ადუღეთ 10 წუთით. მაშინვე გადაწურეთ და დაუმატეთ 2 - 3 ჩაის კოვზი ძმარი. ხელები მაშინვე მოათავსეთ თბილ სითხეში.