გამოიყენეთ ბუნებრივი ნიღბები ხელის კანის მოსავლელად. სასიამოვნო შედეგი გარანტირებულია!
ხელის კანი განუწყვეტლივ კონტაქტშია წყალთან, სარეცხ საშუალებებთან, ქლორთან და ა.შ. მათი მოქმედების შედეგად კანი შრება, უხეშდება, იქერცლება. ამიტომ საჭიროა ხელის კანის დაცვა მავნე ზემოქმედებისგან და მისი კვება. ოჯახში საქმიანობისას გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ეს ერთგვარად უხერხული და არასასიამოვნოა, მაგრამ თუ რეგულარულად გამოიყენებთ აუცილებლად დადებითად წაადგება თქვენი ხელის კანს.
ხალხური საშუალებები ხელის კანის მოსავლელად:
ხალხური საშუალებები ხელის კანის მოსავლელად:
- აიღეთ კარტოფილი, მოხარშეთ, გაქენით ცხელ რძეში. მიღებული მასა დაიდეთ ხელებზე და გაიჩერეთ 20 წუთს. შემდეგ დაიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი კვებავს, არბილებს, ასუფთავებს, ათეთრებს ხელის კანს. იგი კარგია დახეთქილი, გაუხეშებული ხელის კანისთვის.
- ხელებსა და ტანზე თეთრი ლაქების მოსაშორებლად კარგია უმწიფარი ლეღვის წვენი (რძე). ისვით 20 დღის განმავლობაში.
- თუ ხელები ქარმა გამოგიშროთ, მოამზადეთ ვირისტერფას ნორჩი ფოთლების ნიღაბი: ფოთლები კარგად გარეცხეთ, დანაყეთ, დაასხით რძე (2 სუფრის კოვზ დანაყილ ფოთლებს 1 ჭიქა რძე ). ეს ფაფა 15 - 20 წუთით დაიდეთ ხელებზე ( შეიძლება სახეზეც ). დაიბანეთ, წაისვით ხელის მკვებავი კრემი.
- თუ ხელის კანი დაგისკდათ და გაგიუხეშდათ, - 10 წუთით ჩაალბეთ ხელები სელის თესლის ნახარშში, შეიმშრალეთ და წაისვით მკვებავი კრემი, ჩაიცვით ბამბის ხელთათმანები და 1 საათს მაინც არ გაიხადოთ.
- კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მცენარეული ზეთისა და ვაშლის ძმრის (1:1 ) 10 - წუთიანი აბაზანა.
- ხელის კანის დასარბილებად ასეთი ნარევიც გამოგადგებათ:
20 გრ გლიცერინს დაამატეთ 40 გრ წყალი და 5 გრ ლიმონის წვენი. ნარევის რამდენიმე წვეთი დაიწვეთეთ ხელზე და კარგად შეიზილეთ. - იდაყვების გაუხეშებულ კანზე დაიდეთ გრეიფრუტის თხელი ნაჭრები. 10 წუთის შემდეგ კანი რბილი და ნახი გახდება.