ეს 12 რჩევა თქვენს დიდ ბებიაზე ხნიერია. თითოეული მათგანი 100%-ით მუშაობს

ეს 12 რჩევა თქვენს დიდ ბებიაზე ხნიერია. თითოეული მათგანი 100%-ით მუშაობს
1910 წელს თამბაქოს კომოანიამ Gallaher Ltd. გამოუშვა 100 სიგარეტის ბარათის სერია How-to’s. ეს ნახატები მალევე გახდა საკოლექციო საგანი. დღეს ისინი იშვიათობას წარმოადგენს. ისეც ხდებოდა, რომ არამწეველები სიგარეტს ყიდულობდნენ, რათა კიდევ ერთი შვიათი ბარათი მიღეოთ.



ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკამ მათი გაციფრიანება მოახდინა, რათა შეგვახსენოს წარმოუდგენლად სასარგებლო რჩევები. საოცარია, მაგრამ 100 წლის წინანდელი ცხოვრებისეული რჩევები დღემდე აქტუალურია. მათი გამოყენება ნებისმიერ მომენტში შეიძლება, რათა დავაფასოთ ჩვენი წინაპრების სიბრძნე.

Facepaparazzi-ს რედაქცია წარმოგიდგენთ: ყოველდღიური რჩევები

როგორ განვაახლოთ მოჭრილი ყვავილები

თუ თაიგული ჭკნობას იწყებს, შეგიძლიათ დაუბრუნოთ უწინდებური იერსახე. ამისათვის მოათავსეთ იგი ცხელ წყალში. როცა წყალი გაცივდება, მოაჭერით ღეროს ბოლოები და მოათავსეთ ცივ წყალში.

როგორ გავარჩიოთ კარაქი მარგარინისგან

ვინ იფიქრებდა, რომ ეს პრობლემა 100 წლის წინაც აქტუალური იყო. შეამოწმეთ, ნამდვილი არის თუ არის კარაქი: წაუსვით ქაღალდს და დაწვით. წვის დროს ნატურალური ნაღების კარაქი სასიამოვნო სურნელს გამოსცემს, მაგრარინი კი უსიამოვნოს.

ახალი ფეხსაცმლის გაწმენდის გაუმჯობესებული ხერხი

წაუსვით ახალ ფეხსაცმელს გაჭრილი ლიმონი და გააშრეთ. ამის შემდეგ ამთი გაწმენდა გაიოლდება.

თუ მყესი დაგეჭიმათ


ასწიეთ დაზიანებული ფეხი მაღლა და შემოიხვიეთ ცივ წყალში დასველებული ბინტი. ნახატზე ნაჩვენებია, თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ბინტი სველი დარჩეს და გამოცვლა არ მოგიწიოთ. დოქიდან წყალი ნელნელა გადმოისხმევა ბინტის კომპრესზე.

თუ ჭიქები გაგეჭედათ

როდესაც ჭიქები ერთმანეთზე იჭედება, შესაძლოა განცალკევების დროს გაგიტყდეთ. ყველაზე მარტივი ხერხია - ჩაასხათ ზედა ჭიქაში წყალი და მოათავსოთ ცხელ წყალში. ჭიქემი უმალვე განცალკევდება.

როგორ შევამოწმოთ, ნესტიანია თუ არა სასტუმროს ნომერში ლოგინი


ამის შმეოწმებაში უბრალო სარკე დაგეხმარებათ. მოათავსეთ იგი 2 წუთით ზეწრის ქვეშ. თუ სარკე დაინისლება, მოითხოვეთ სხვა სდასაწოლი ადგილი.

როგორ მოვამზადოთ გემრიელი კარტოფილი


მოხარშული კარტოფილი ფხვიერი რომ გამოვიდეს, ხარშვისას, მარილის გარდა დაამატეთ მწიკვი შაქარი. როდესაც კარტოფილი მოიხარშება, გადაასხით ნახარში, კვლავ დადგით ცეცხლზე და 2 წუთის განმავლობაში შეანჯღრიეთ, ამგვარად თანაბრად გააშრობთ მას.

როგორ მოვაცილოთ მელნის ლაქები

მელნის ლაქას იოლად მოაცილებთ რძის დახმარებით. მოათავსეთ დალაქავებული ნივთი რძეში და ლაქა თვალსა და ხელს შუა გაქრება.

წყლის სასმელი წიწილებისთვის

წიწილებისთვის წყლის სასმელს მოამზადებთ ღვინის ბოთლისა და თეფშისგან აწყობილი კონსტრუქციით, როგორც ეს ნახატზეა მითითებული. ბოთლის ყელსა და თეფშს შორის დაცილება 1 სანტიმეტრზე ოდნავ მეტი უნდა იყოს.

ლარნაკი რომ უფრო მყარი იყოს

ნაწილობრივ შეავსეთ ლარნაკი ქვიშით, რომელიც მას უფრო მყარს გახდის და სიმძიმის ცენტრი ფსკერზე დაფორმირდება.

როგორ არ დავისვაროთ შეღებვისას


როდესაც ფუნჯით ღებავ, ადრე თუ გვიან საღებავი ჯერ ხელებზე და მერე ტანსაცმელზე დაიღვრება. ეს რომ არ მოხდეს, აიღეთ კარდონის მცირე ნაწილი და გამოჭერით ნასვრეტი. მოათავსეთ მასში ფუნჯი და შეუდექით მშაობას.

როგორ ჩავდგათ სანთელი ვიწრო შანდალში


თუ სანთელი სქელია შანდლისთვის, ნუ იჩქარებთ მჭრას. მოათავსეთ სანთლის ბოლო ცხელ წყალში, ამგვარად ცვილი დადნება. ახლა კი სანთელი იოლად მოთავსდება შანდალში.