4 იდეა, როგორ გადავარჩინოთ მცენარე, რომელიც ჭკნობას იწყებს
Fpaparazzi-ს რედაქცია გთავაზობთ რჩევებს, რომლების მეშვეობითაც გადაარჩენთ მცენარეებს, რომლებიც ჭკნობას იწყებს.
- მოაცილეთ დაავადებული და ყვითელი ფოთლები, ხმელი ტოტები და გაშიშვლებული ღეროები.
- შეამოწმეთ მიწის სიმყარე ქოთანში. თუ ის მყარია, გააკეთეთ რამდენიმე ნასვრეტი ხის ჯოხით, რათა წყალმა და ჰაერმა ძირებამდე მიაღწიოს. თუ ქოთანში მიწა ჩამჯდარია, შგიძლიათ დაამატოთ ახალი ფენა და მოაყაროთ ცოტაოდენი ყავის ნალექი დრენაჟის ნაცვლად. ახალი და ძველი მიწა აკურატულად მოურიეთ ჩანგლით.
- ფართოფოთლოვანი მცენარეების ფოთლები ფრთხილად გაწმინდეთ მიკროფიბრის ჩვრით, პატარა ფოთლები კი შხაპის ქვეშ გაავლეთ. ფოთლები გლუვი რომ გახდეს, ხელსახოცზე დააწვეთეთ ცოტაოდენი ზეთი და მოუსვით ფოთლის მხოლოდ ზედა მხარეს. ქვედამ უნდა ისუნთქოს.
- გაწმინდეთ ქოთნები ნადებისგან ჯაგრისითქოთნები ნადებისგან გაწმინდეთ ძმარში ამოვლებული ჯაგრისით, შემდეგ მოუსვით ზეთი.