გეორგინა: მომზადება ზამთრისთვის

გეორგინა: მომზადება ზამთრისთვის
გეორგინების გახარებაში ყველაზე რთული - მათი ზამთარში შენახვაა. ძველი ჯიშების უმეტესობა პრეტენზიული არ არის, მაგრამ ახალი ჰიბრიდები, უფრო ლამაზი და ნატიფები, გამძლეები არ არიან. მაგრამ თუ გარკვეულ წესებს დაიცავთ შესაძლებელია მათი შენარჩუნება.

სექტემბრის ბოლოს - ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც ღამის ყინვა აზიანებს გეროგინების ფოთლებს, აუცილებლად ამოთხარეთ. ეს თბილ ამინდში უნდა გააკეთოთ, რათა ძირები განიავდეს.

ბოლქვები შეინახეთ 3-6 გრადუსის პირობებში ჰაერის ტენიანობა - 60-75%. მოათავსეთ 1-2 მწკრივად მშრალ მიწაში ან ქვიშაში. ოთახი უნდა ნიავდებოდეს, რათა ბოლქვები სოკომ არ დააზიანოს. პრონციპში, მათი ოთახში შენახვაც შეიძლება 12-20 გრადუსის პირობებში.

დაამუშავეთ, როგორც ქვემოთაა აღწერილი. შემდეგ მოათავსეთ ყუთში, რომელშიც ქაღალდებია ჩაფენილი. ყოველ მწკრივს მოაყარეთ მსრალი მიწა, კვლავ დააფარეთ ქაღალდი და შეინახეთ გაზაფხულამდე.
თუ ბოლქვები ჭკნობას დაიწყებს, ცოტათი უნდა დაასველოთ სუბსტრაქტი, რომელშიც ინახება.

ნაბიჯ-ნაბიჯ:
  1. მოაჭერით ღეროები სეკატორით.
  2. ძირები რომ არ დააზიანოთ, ღეროებიდან 15-25 სმ-ით მოსცილდით. ამოთხარეთ მიწა ყველა მხრიდან, ფრთილად ამოიღეთ ბოლქვი. მოაცილეთ მიწა.
  3. ამოთხრილი ბოლქვები გარეცხეთ და გააშრეთ 5 დღის განმავლობაში.
  4. მოაჭერით პატარა ფესვები, დაამოკლეთ ღეროები, დატოვეთ 2-3 სმ.
  5. მოათავსეთ ყუთში და დააყარეთ მშრალი ნახერხი.