სათბურში რისი დარგვა შეიძლება და რისი - არა

სათბურში რისი დარგვა შეიძლება და რისი - არა
ცნობილია, რომ ერთ სათბურში არ შეიძლება კიტრისა და პომიდვრის ერთად დარგვა, რადგან მათ სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. მაგრამ ჩვეუულებრივი ოჯახისთვის ერთ ნაკვეთზე 2 სათბურის ქონა ხელმიუწვდომელია. ამისათვის, თუ ძალიან მოისურვებთ, შეგიძლიათ დარგოთ რამდენიმე ძირი კიტრი, პომიდორთან, წიწაკასთან და ბადრიჯანთან ერთად. უბრალოდ, კტრისთვის ცალკე მიდამო უნდა გამოჰყოთ და ჩამოკიდოთ ამ ადგილას მსუბუქი პოლიეთილენის ფარდა. ამგვარად შეძლებთ ტენიანობის ამაღლებას მხოლოდ კიტრისთვის, ფოთლებზე თბილი წყლის შესხურების დახმარებით.

სათბურმა მოსავალზე მაქსიმალურად ხანგრძლივად უნდა იმუშავოს. თუნდაც ის არ თბებოდეს, ნაადრევ გაზაფხულზე შეგიძლიათ დათესოთ ყინვაგამძლე მწვანე ბოსტნეული, ხახვი, ბოლოკი და სალათის თალგამი.

ტომატი და ბადრიჯანი ვერ იტანს სივიწროვეს, მაგრამ დარგვიდან პირველ თვეში ისინი საკმაოდ მშვიდობიანად ეთავსებიან ხახვსა და ბოლოკს. პომიდვრის მოსავლის აღების შემდეგ შეგიძლიათ კვლავ დათესოთ მწვანილი, შემოდგომის ბოლოკი და სხვა ბოსტნეული, რომელიც სწრაფად მწიფდება.

თუ გვიან შემოდგომაზე აგარაკზე ვერ ცხოვრობთ და ვერ უვლით ბოსტანს, დათესეთ თავისუფალ ნიადაგში შვრია, ჭვავი. ისინი გააჯანსაღებენ მიწას და გაამდიდრებენ საკვები ნივთიერებებით.