გერანის გახარების საიდუმლოებები

გერანის გახარების საიდუმლოებები
გერანი (პელარგონია) ფართოდ გავრცელებული მცენარეა კაშკაშა ყვავილებით. მისი გახარება შეიძლება თესლებისგან, მაგრამ უმჯობესია დაკალმება, რომელიც თებერვლიდან მარტის დასაწყისამდე სრულდება. ამ დროს უნდა მოხდეს გერანის დაჭრა. ეს მცენარე ხომ სინათლის მოყვარულია, ზამთარში სინათლე ცოტაა, მცენარე იჭიმება და ძალიან ლამაზი ხდება.

გერანს უნდა მოაჭრათ მოშიშვლებული ყლორტები იმ სიმაღლეზე, რომელიც გსურთ, მათგან ახალი ტოტები წამოვა.


შეგიძლიათ ყოველ წელს განაახლოთ, ახალი კალმისგან გადარგოთ, როგორც ამას ჩვენი ბებიები აკეთებდნენ. ამისათვის, დახრილად უნდა მოჭრათ კვირტი, მოაცილოთ ქვედა 2 ფოთოლი, გააშროთ მოჭრილი კალამი 2-3 საათით და დარგოთ გრუნტიან ქოთანში, შემდეგ მორწყათ მცირე რაოდენობის წყლით.

კვირტის ზედა ნაწილი მოაწიწკნეთ, მცენარისგან უხვი და ლამაზი ბუჩქი რომ გამოვიდეს. დადგით ნათელ ადგილას, მაგრამ არა მზეზე.

ფესვები ძალიან მალე ჩნდება, შემდეგ მათ ქოთნებში გადარგავენ. ქოთანი მცირე უნდა იყოს, ბევრი მიწა არ სჭირდება.

გერანს უყვარს:


  1. მზე (მაგრამ კარგად იტანს მსუბუქ ჩრდილს)
  2. სითბო (მაგრამ შემოდგომის მსუბუქ სიცივეს უძლებს)
  3. იშვიათი, მაგრამ უხვი მორწყვა
  4. კარგი დრენაჟი ქოთანში
  5. ზომიერად ნაყოფიერი მიწა
  6. რეგულარული სასუქი
  7. გამხმარი ფოთლებისა და ყვავილების მოცილება


გერანისთვის შესანიშნავი სასუქია იოდის წყალი: 1 წვეთი იოდი გახსენით 1 ლიტრ წყალში და მოასხით 50 მლ ხსნარი ქოთნის კედლებს. ამგვარად, გერანი ულამაზესად ჰყვავის.

ზაფხულში მცენარეს სუფთა ჰაერზე უყვარს ცხოვრება - გაიტანეთ აივანზე ან ბაღში, კარგია გრუნტში დარგვა.

თავიდან, ადგილის შეცვლის გამო სტრესის გადატანის შემდეგ გერანი დაავადდება, მას შეიძლება ფოთლები გაუყვითლდეს და გასცვივდეს. მაგრამ შემდეგ უხვი ყვავილობით გაგახარებთ.

გერანს ძალიან მოსწონს შემოდგომის 10-12 გრადუსიანი ტემპერატურა. გააჩერეთ იგი გარეთ ყინვების დაწყებამდე, სანამ ტემპერატურა +2-5 გრადუსამდე არ დაეცემა. შემდეგ უნდა დაჭრათ, გადარგოთ ქოთნებში და დადგათ გრილ ადგილას (+10-12 გრადუსი), სადაც ის განაგრძობს ყვავილობას.