როგორ მოვამზადეოთ იდეალური ხემსი გრამი ხორცის გარეშე. ორიგინალური იდეა!
დღეს Fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ, როგორ მოვამზადოთ ნოყიერი და ეფექტური ხემსი გრამი ხორცის, მაიონეზისა და სხვა სტანდარტული პროდუქტების გარეშე. ეს გახლავთ სასარგებლო, შედარებით დაბალკალორიული და გემრიელი კერძი, რომელიც განსაკუთრებით ვეგეტარიანელებს მოეწონებათ.
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 200 გრ ქამა სოკო
- 150 გრ ოსპი
- 1 ხახვი
- 50 გრ კარაქი
- 1 მწიკვი პაპრიკა
- 3 ს.კ. ზეთი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადება:
- აიღეთ მსხვილი ქამა სოკო, მოაცილეთ „ფეხები“. შლიაპები დააწყვეთ პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე, მოასხით 1 ს.კ. ზეთი, მოაყარეთ მარილი, პილპილი. გამოაცხვეთ 10 წუთით 180 გრადუსზე.
- ამ დროს მოამზადეთ შიგთავსი. მოხარშეთ ოსპი, დაჭერით და მოთუშეთ ხახვი ზეთში.
- დააბლენდერეთ მზა ოსპი და ხახვი, დაამატეთ მარილი, კარაქი, პაპრიკა და პილპილი. ჩაასხით საკონდიტრო შპრიცში და შეავსეთ ქამა სოკოს „შლიაპები“. შეგიძლიათ მოაყაროთ კურკუმა.
გემრიელად მიირთვით!