ის ფიქრობდა, რომ გამონაყარი ჰორმონალურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ექიმმა მეტყველების უნარი დაკარგა, როცა მიკროსკოპს მიუჯდა!

ის ფიქრობდა, რომ გამონაყარი ჰორმონალურ პრობლემებს უკავშირდებოდა. ექიმმა მეტყველების უნარი დაკარგა, როცა მიკროსკოპს მიუჯდა!
კანის უამრავ დაავადებას სეზონური ხასიათი აქვს. ეს გახლავთ კანის საფარის დაზიანება მიკროსკოპიული ტკიპებით. ამ დაავადების გამწვავება, როგორც წესი, ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში ხდება. კანი ამ დროს დასუსტებულია ულტრაიიისფერი სხივების ზემოქმედების გამო, რომელიც აქვეითებს იმუნიტეტს, კანი უფრო ცხიმიანი ხდება - შედეგად კი იზრდება ტკიპების რაოდენობა.



fpaparazzi-ს რედაქცია მოგითხრობთ ამ დაავადებების გამომწვევი მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ


კანის ტკიპები


ვარდისფერი ან წითელი მუწუკები, რომლებიც შუბლზე ან ლოყებზე გაჩნდა, ზურგის კანის პრობლემები, ქუთუთოების ანთება, სისხლძარღვების გაფართოება - ეს ყველაფერი დემოდეკოზის სიმპტომებია. დერმატოლოგებს ხშირად ხელს უშლით სწორი დიაგნოზის გამოვლენაში ამ დაავადებისა და აკნეს სიმპტომების მსგავსება.



არასწორი მკურნალობა სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს და ტკიპები კანის სულ ახალ მიდამოებს იპყრობენ. შედეგად კი დემოდეკოზი ადამიანთან სამუდამოდ რჩება. შეიძლება ხანდახან ჩაცხრეს და კანზე ნაწიბურები დატოვოს.



დემოდეკსის ტკიპა იმდენად პატარაა, რომ შეუიარაღებელი თვალით მისი დანახვა შეუძლებელია. ის თმის ფოლიკულებსა და ცხიმოვან ჯიკრვლებში ბუდობს.მისი გადაადგილება კანქვეშ, იწვევს ქავილს.



ამ პარაზიტის ქმედითუნარიანობის პროდუქტები იწვევს ალერგიულ რეაქციებს, რომლებსაც გართულებები მოსდევს.



დემოდექსის ტკიპა გადამდებია პირდაპირი კონტაქტით. ასევე, შესაძლებელია ტანსაცმლისგან, თეთრეულისგან და კოსმეტიკური საშუალებებისგან გადადება. მიაქციეთ ყურადღება ინსტრუმენტების სტერილურობას, რომლებითან სალონში მაკიაჟს გიკეთებენ.



პრაქტიკულად ყველა ზრდასრული ადამიანი დემოდექსის გადამტანია, მაგრამ დაავადება მხოლოდ ორგანიზმისთვის მიყენებული ძლიერი სტრესის პერიოდშ იჩენს თავს. ასეთი პერიოდები შეიძლება იყოს ორსულობა, წონასი მნიშვნელოვნად მატება და კლება, იმუნიტეტის დაქვეითება, სეზონის ცვალებადობა.
დემოდეკოზის მკურნალობა შეიძლება 1-დან 3 თვემდე გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის თავისებურებებზე. თავიდან, კანზე ახდენენ გარეგანი პრეპარატებით ზემოქმედებას, რომლებიც აცილებენ ტკიპების ქმედითუნარიანობის პროდუქტებს და ანთებებს აცხრობენ.



შემდეგ იწყებენ ორგანიზმის სტიმულირებას პრეპარატებით, რომლებიც ამაგრებს იმუნიტეტს, და ვიტამინური პრეპარატებით, რომლებიც აღადგენს ორგანიზმის ძალებს.



დემოდეკოზის მიმდინარეობას შეამსუბუქებს კანის კოსმეტიკური მოვლა. რეგულარულად ღრმად უნდა გაიწმინდოს ქიმიური პილინგებით, ნიღბებით, სკრაბებით.



გამახურებელი პროცედურები: საუნა, ორთქლის აბანოები - უნდა გამოირიცხოს, რათა არ მოხდეს სისხლძარღვების ზედმეტი გაფართოება.



ბალიშები და საბნები ნატურალური შიგთავსით - უნდა დაივიწყოთ. ტკიპას ცუდად გადააქვს სინთეთიკური გარემო.



იზიოთერაპევტული პროცედურები, ისეთები, როგორებიცაა კრიომასაჟი - დააჩქარებს გამოჯანმრთელებას, რადგან აუმჯობესებს კანის მიკროცირკულაციას.



მნიშვნელოვანია, არ შეწყვიტოთ მკურნალობა სრული გამოჯანმრთელების შემდეგაც. განაგრძეთ პროფილაქტიკური მკურნალობა 1 თვის განმავლობაში, რათა თავიდან აირიდოთ შესაძლო რეციდივები.