ადამიანის ყველაზე აქტიური და პასიური ბიოლოგიური საათები

ადამიანის ყველაზე აქტიური და პასიური ბიოლოგიური საათები
თქვენც გიგრძვნიათ, რომ მთელი დღის განმავლობაში ხან ძალიან მხნედ გრძნობთ თავს, ხან კი მოშვებულად და უხალისოდ. ასე აისახება ორგანიზმის მდგომარეობაზე ადამიანის სადღეღამისო ბიორიტმები. თუ ამ რყევებს გავითვალისწინებთ, ეს კი აუცილებელია, მაშინ მთელი დღე წარმატებით ჩაივლის.

მეცნიერები ბიორიტმების შესახებ
მე - 20 საუკუნის დასაწყისში მეცნიერები დაინტერესდნენ ადამიანის აქტიურობისა და დასვენების ფაზების ცვლით და სერიოზული კვლევები და ექსპერომენტები დაიწყეს ამ მიმართულებით. ასე აღმოცენდა მეცნიერება - ქრონობიოლოგია - ადამიანის და ცოცხალი არსებების ბიორიტმების შესახებ. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ თუ ჩვენი შინაგანი ბიოლოგიური საათების მიხედვით ვიცხოვრებთ, შევძლებთ დღის არა მარტო ოპტიმიზაციას, არამედ დაბერების პროცესის შენელებასაც. და პირიქით, თუ ბიოლოგიურ საათებს უგულებელვყოფთ, მაშინ ადამიანი უფრო მეტად დაექვემდებარება ნეგატიურ ფაქტორებს, რის შედეგადაც დაზარალდება იმუნიტეტი. საკუთარი ბიოლოგიური საათებისადმი ყურისმიგდებით კი შევძლებთ ფიზიკური ვარჯიშებისა და თვით კოსმეტიკური პროცედურების ეფექტურობის ამაღლებასაც.

აღმავალი და დაღმავალი ბიორიტმები
ენერგეტიკული აღმავლობა:
დილის 5 - 6 სთ.
11 - 12 სთ.
16 - 17 სთ.
20 - 21 სთ.
ღამის 24 - 1 სთ.

ენერგეტიკული დაღმავლობა
2 - 3 სთ.
9 - 10 სთ.
14 - 15 სთ.
18 -19 სთ.
22 - 23 სთ.

ქრონოტიპები
ადრე ითვლებოდა, რომ ადამიანები ორ ძირითად ქრონოტიპად იყოფოდნენ: "ბუდ" და "ტოროლად", მაგრამ დღეს ბევრი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ ქრონოტიპი არა მარტო თანდაყოლილი, არამედ შეძენილიცაა და მისი კორექტირება შესაძლებელია. ოღონდ, ეს ფრთხილად უნდა გაკეთდეს, ნელ -ნელა მიუახლოვდეთ თქვენს საკუთარ სადღეღამისო გრაფიკს. თავად დარწმუნდებით, თუ როგორ შეუწყობს ხელს ეს თქვენი სწავლისა და შრომის გაუმჯობესებას და როგორ დაგეხმარებათ წინსვლაში. გარდა ამისა, შეგინარჩუნებთ ჯანმრთელობას და გაგიხანგრძლივებთ ახალგაზრდობას მრავალი წლის განმავლობაში.
სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის