სოდა გადაარჩენს თქვენს ბოსტანს
სოდა ერთ-ერთი მძლავრი დამხმარეა, მისი გამოყენების სფერო იმდენად ფართოა, რომ უდავოდ ღირს ბაღ-ბოსტნის სეზონზე პირველადი საჭიროების ნივთების სიაში მისი ჩართვა. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ბოსტნის სოდის გარეშე წარმოდგენა რთულია, რადგან ის ფაქტობრივად ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარებათ.
მაგალითად, თუ ბოსტანში ყურძენი მოგყავთ, ნაყოფის დამწიფების პერიოდში მტევნებს უნდა შეასხუროთ სოდის ხსნარი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: 75 გრ სოდა გახსენით 10 ლიტრ წყალში. ეს პროცედურა დაიცავს ყურძენს ნაცრისფერი სიდამპლისგან, ასევე აამაღლებს ნაყოფში შაქრის შემცველობას.
ანალოგიური ხსნარით შეგიძლიათ ნებისმიერი ხეხილი, ფოთლის მჭამელი მატლებისგან დასაცავად.
სოდა - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ნაცროვანი სოკოს საწინააღმდეგოდ. 1 ლიტრ თბილ წყალში გახსნილი 1 ჩ.კ. სოდა შეგიძლიათ გამოიყენოთ კიტრის პროფილაქტიკური შესხურებისთვის.
კენკროვანები დაამუშავეთ კომპლექსური საშუალებით: 1 ს.კ. სოდა, 1 აბი ასპირინი, 1 ჩ.კ. ჭურჭლის სარეცხი საშუალება, 1 ს.კ. მცენარეული ზეთი. შეურიეთ ყველა კომპონენტი და გახსენით 4,5 ლიტრ წყალში.
10 ლიტრ წყალში გახსნილი 1 ს.კ. სოდის ნაზავით მორწყით კიტრი, ფოთლების გაყვითლების თავიდან ასარიდებლად.
მატლების მოსაშორებლად, მოაყარეთ სოდა კომბოსტოს ფოთლებს.