პომიდვრები სწრაფად რომ დამწიფდეს და მსხვილი ნაყოფი გამოისხას, მოამზადეთ მათთვის სასარგებლო სასმელები
- 10 ლიტრ წყალში გახსენით 3-4 წვეთი იოდი. მორწყით პომიდვრის ნარგავების ძირები კვირაში 1-ხელ, თითო მცენარეზე 1,5-2 ლიტრი ხსნარით.
- 200-ლიტრიანი კასრი შეავსეთ ჭინჭრისა და ბაბუაწვერას ფოთლებით დაახლოებით 1/3-ზე. დაამატეთ ნარევში 1 ვედრო ფუნა, დაასხით წყალი. დააფარეთ ხელოფანი. დაახლოებით 10 დღეში სასუქი მზად იქნება. მიღებული მასა შეტანამდე გახსენით წყალში პროპორციით 1:10 და მორწყით ტომატები გათვლით: 1 კვ,მეტრზე 3-4 ლიტრი.
- ღია გრუნტის ნარგავების პირველი მორწყვა 7-10 დღეში ჩაატარეთ. ნუ დაივიწყებთ ნიადაგის მულჩირებასა და გაფხვიერებას. ფიტოფტოროზის წინააღმდეგ, დაამუშავეთ მცენარე „ბრილიანტის მწვანეთი“ მუდმივ ადგილას დარგვის შემდეგ 2 კვირაში. მოამზადეთ ხსნარი: 1 ლიტრ წყალში 1 წვეთი „ბრილიანტის მწვანე“. დამუშავება შეგიძლიათ გაიმეოროთ ყოველ 2 კვირაში.