რამდენიმე სასარგებლო რჩევა ოთახის მცენარეების გადარგვისას
- აირჩიეთ ქოთანი, რომელიც ძველზე ცოტათი უფრო ფართოა - მეტისმეტად დიდ ქოთანში გადარგვა შეანელებს მცენარის ზრდას.
- ძველი ქოთნები კარგად უნდა გაიწმინდოს შიგნიდან და გარედანაც. თეთრი ნადების მოცილება შესაძლებელია ძმრიანი ჯაგრისით.
- თუ ქოთნები ძალიან ძველია, უმჯობესია, დაემშვიდობოთ.
- მომზადებულ ახალ ქოთნებში უდნა განათავსოთ დრენაჟული ფენა (კერამზიტი, თიხის გრანულები, სტიროფორის ფანტელი).
- პატარა ქოთნებში დრენაჟის ფენა 1-2 სმ უდრის, დიდებში კი - 5-10 სმ.
- გადარგვამდე რამდენიმე საათით ადრე კარგად უნდა მორწყათ მცენარე.