5 მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა მოვაწყოთ ხოლმე განტვირთვის დღეები

5 მთავარი მიზეზი, რატომაც უნდა მოვაწყოთ ხოლმე  განტვირთვის დღეები
ეს ყველაზე კომფორტული განტვირთვაა, რადგან ცილოვანი საკვები ნელ - ნელა გადამუშავდება, სხვებთან შედარებით და ამიტომ შიმშილის გრძნობა საერთოდ არ შეგაწუხებთ. არჩევანი კი დიდია, თითოეულს თავისი გემოვნებით შეუძლია აირჩიოს.

ყველაზე კლასიკური გახლავთ ხაჭოთი განტვირთვის დღე - 500 გრ უცხიმო ხაჭოს შეურიეთ 100 გრ შაქარი (უკეთესია თაფლი ), მასა გაყავით 5 ნაწილად და მიირთვით მთელი დღე. ასევე შეგიძლიათ ხაჭოს დაუმატოთ მწვანილი, ცოტაოდენი არასახამებლიანი ხილი, მდუღარე წყალში დამბალი ხორბლის ქატო, ზოგიერითი ბოსტნეული.

პოპულარულობით მეორე ადგილზეა განტვირთვის დღეები ხორცითა და თევზით - 400 გრ მჭლე ხორცი (ხბო, ძროხა, კანგაცლილი ქათმის მკერდი ) ან თევზი (ფარგა, ვირთევზა, კობრი) მოხარშეთ უმარილო წყალში, გაყავით 5 ნაწილად და მიირთვით მთელი დღე.

არ დაგავიწყდეთ! ცილოვან დღეს შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ჩაი ან ყავა, ასკილის ნახარში, წყალი.

რეცეპტი სანიმუშოდ
1 ლ ცხიმგაცლილი კეფირი, 1 ცალი მოხარშული ქათმის მკერდი, ოხრახუშის მომცრო კონა. ქათმის მკერდი პატარა კუბიკებად დაჭერით, ასევე დაჭერით მწვანილიც, შეურიეთ ერთმანეთს და დაასხით კეფირი, აურიეთ. გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ გაყავით 5 ულუფად და მთელი დღის განმავლობაში მიირთვით.

5 მიზეზი თუ რატომაც არის აუცილებელი ორგანიზმის გაწმენდა და განტვირთვის დღეების მოწყობა
  1. ეს ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოდევნის საშუალებას გვაძლევს. თუ თქვენ განუხრელად იცავთ ჯანსაღი კვების პრინციპებს, კუჭ - ნაწლავში მაინც ხვდება არასასურველი ელემენტები, რომლებსაც განტვირთვის დღეები კარგად უმკლავდება და ორგანიზმს ასუფთავებს.

  2. ნივთიერებათა სწორი, აქტიური და მწყობრი ცვლა - ყველასათვის სტაბილური და კომფორტული წონის საწინადარია. განტვირთვის დღეები არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას და ადამიანს კარგად ეხმარება სასურველი წონის შენარჩუნებაში.

  3. გადაძღომისგან თავშეკავებაში საუკეთესო თანაშემწეა, რადგან დღეს მისაღები საკვების რაოდენობაზე მოთხოვნილება მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ თავისით, მისი რეგულარული ჩატარება კი ულუფების ზომას აუცილებელ მინიმუმამდე დაგიყვანთ.

  4. განტვირთვის მთავარი პლუსი კუჭ - ნაწლავის დასვენებაა. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ ეს უბრალო ღონისძიება არა მარტო აწესრიგებს რეგულარულ და უპრობლემო გაწმენდას, არამედ პარალელურად განტვირთავს ღვიძლს, აუმჯობესებს თმებისა და კანის იერს, აქრობს ალერგიას და ჭარბი წონის მოკლებით აჯანსაღებს ადამიანის თვითშეგრძნებას.

  5. განტვირთვის დღეების გვერდითი ეფექტები - კოლოსალურად მოქმედებს ნებისყოფის გამომუშავებაზე და საკუთარი უნარ - ჩვევების გამომუშავებაზე - განა ეს პირველხარისხოვანი არ არის?!

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის