1 კვირაში მინუს 7-9 კილოგრამი შიმშილის გარეშე. დიეტა, რომელიც ნამდვილად მუშაობს
კვების მენიუ 7 დღისთვის:
დღე 1 - ვიწმენდთ ორგანიზმს და ვემზადებით დიეტისთვის
დღე 2 - ვიტამინური დღე
დღე 3 - შიმშილის დღე
დღე 4 - დაბალანსებული დღე
დღე 5 - კალორიების დღე
დღე 6 - განტვირთვის დღე
დღე 7 - დიეტის უკანასკნელი დღე
დღე 1 - ვიწმენდთ ორგანიზმს და ვემზადებით დიეტისთვის
- საუზმე: მიირთვით უზმოზე 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი და ისაუზმეთ 15 წუთის შემდეგ. საუზმე უნდა იყოს მსუბუქი და შედგებოდეს რძის პროდუქტებისგან: ხაჭო, კეფირი, იოგურტი და ა.შ.
- სადილი: ნახევარი ჭიქა ნებისმიერი ბულიონი 1 გრეიფრუტი ან ვაშლი.
- ვახშაამი: 1 ჭიქა კეფირი
დღე 2 - ვიტამინური დღე
- საუზმე: აუცილებლად მიიღეთ 1 ჭიქა ლიმონიანი წყალი, ხოლო 15 წუთის შემდეგ ისაუზმეთ ნებისმიერი ხილით. შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა ან ჩაი.
- სადილი: ნახევარი თეფში სუპი ან სხვა დაბალკალორიული კერძი.
- ვახშამი: ნახევარი ჭიქა კეფირი (ცხიმიანობა არაუმეტეს 2,5 პროცენტისა).
დღე 3 - შიმშილის დღე
- საუზმე: ნახევარი ჭიქა კეფირი და ნებისმიერი ხილი (უმჯობესია გრეიფრუტი ან ვაშლი).
- სადილი: ნებისმიერი ბოსტნეული ან ბოსტნეული სალათი, კეფირი განუსაზღვრელი რაოდენობით.
- ვახშამი: 1 ჭიქა ჩაი ან ლიმონიანი წყალი
დღე 4 - დაბალანსებული დღე
- საუზმე: არჩევანი თქვენზეა!
- სადილი: შავი შოკოლადის პატარა ნატეხი, ნახევარი თეფში სუპი, ნახევარი ჭიქა კეფირი.
- ვახშამი: მე-4 დღეს ვახშმობა აკრძალულია.
დღე 5 - კალორიების დღე
- საუზმე: მიირთვით 1 გრეიფრუტი და 1 ჭიქა ნებისმიერი ხილის წვენი.
- სადილი: 1 თეფში სუპი, ნებისმიერი ბოსტნეული ან ბოსტნეულის სალათი.
- ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი (უკეთესი იქნება, თუ მე-5 დღეს საერთოდ არ ივახშმებთ).
დღე 6 - განტვირთვის დღე
- საუზმე: 1 ჭიქა წყალი ლიმონისა და გრეიფრუტის წვენით.
- სადილი: 250 გ წიწიბურა.
- ვახშამი: მცირეოდენი მარცვლეული.
დღე 7 - დიეტის უკანასკნელი დღე
- საუზმე: 1 ჭიქა წყალი ლიმონისა და გრეიფრუტის წვენით.
- სადილი: 300 გ წიწიბურა და ნებისმიერი ხილი
- ვახშამი: მე-7 დღეს ვახშმობა აკრძალულია