აზალია ანუ როდოდენდრონი - მტკიცებულება იმისა, თუ რა საოცარია ბუნება!
ამ ნაზი და ლამაზი ბუჩქების დარგვაზე ნებისმიერი მებაღე ოცნებობს. მაგრამ მათ დარგვამდე, აუცილებელია საგულდაგულოდ შეარჩიოთ ნიადაგი და ადგილი.
როდოდენდრონს მჟავე ნიადაგი უყვარს და იტანს ზედმეტ ტენიანობას. ეს გახლავთ ჩრდილის მოყვარული მცენარეები, რის შესახებაც ბევრმა მეყვავილემ არ იცის. ღია ბაღში დარგვისას, ისინი წლობით ელოდებიან ყვავილობას, რომელიც შეიძლება არც დადგეს. შემჩნეულია, რომ სწორი გადარგვა ამ მცენარისთვის სასარგებლოა. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, გადარგვის ახალი ადგილების შერჩევისას. თუმცა, საუბარია კარგად ფესვგადებულ მრავალწლიან მცენარეზე. გათვალისწინეთ< რომ როდოდენდრონის ფესვების სისტემა ზედაპირულია და კომპაქტური. მის ამოთხრას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
დარგვისას, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება მეზობელ მცენარეს, რომელიც გარს შემოეხვევა ამ ლამაზმანს. არასასურველია ზედაპირული ფესვთა სისტემის მქონე ხეები: მუხა, არყი, ტირიფი, ჭადარი. კარგ მეზობლობას გაუწევენ: ვაშლი, მსხალი, ნაძვი. აზალიების ზოგიერთი სახეობა შეგიძლიათ ღია ნაკვეთზეც დარგოთ (დაურული, კამჩატკის, კანადური), მაგრამ ისინიც დაფანტუული ჩრდილის პირობებში უკეთ ხარობს. სარგავ ორმოში კარგი იქნება ტორფისა და კომპოსტური მიწის ნაზავის ჩაყრა (3:1). ზემოდან შეგიძლიათ დაყაროთ ნახერხი 5-7 სმ საფარით.