ეს სამკურნალო რეცეპტები ნამდვილად დაგავიწყებთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას

ეს სამკურნალო რეცეპტები ნამდვილად დაგავიწყებთ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას
ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს ავადმყოფები ჩვეულებრივ უჩივიან ვენების ან მთელი კიდურის გასწვრივ ტკივილს სიარულის დროს, სიმძიმის შეგრძნებას ფეხებში, ღამით ყრუ ან მწვავე ტკივილს, კრუნჩხვებს. გაფართოებული ვენები გამოსჭვივიან კანში დაკლაკნილი ჭამის ან კვანძების სახით. დაავადების განვითარების პროცესში ამ ადგილებში, კანზე, ჩნდება მუქი ყავისფერი ან მურა ლაქები.
ამ დაავადების დროს კარგ ეფექტს იძლევა დაზიანებული ვენების ელასტიური ბინტით გადახვევა. ელასტიური ბინტი უნდა გაკეთდეს დილით, საწოლიდან ადგომამდე, ფეხი უნდა იყოს ამ დროს წამოწეულ მდგომარეობაში, ვიწყებთ ტერფის თითებიდან და ავდივართ ზემოთ, ქუსლს ვტოვებთ ღიად. ჩვეულებრივ, ბინტს ახვევენ მუხლამდე ან წვივის ქვედა მესამედამდე. ზოგჯერ ბინტის მაგივრად იყენებენ ელასტიურ წინდას, რომელიც უფრო მოხერხებულია.

რეცეპტები:
  • ჩვეულებრივი სვიის (ფშალას) 1 ს/კ გირჩები დავაქუცმაცოთ, დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე და ვაცხელოთ წყლის აბაზანაზე 15 წთ. ნახარში ვსვათ 200 - 200 მლ ჭამამდე, 3 - ჯერ დღეში. უნდა გვახსოვდეს, რომ სვიას აქვს ძილისმომგვრელი თვისება, რაც მნიშვნელოვანია მძღოლებისათვის. სვიის ნახარში შეიძლება გამოვიყენოთ გარეგანი ხმარებისთვისაც, მასში დასველებულ ხელსახოცს ვაფენთ გაფართოებული ვენების მიდამოზე 10 - 15 წუთით.

  • 0,5 ლ ხორბლის არაყზე ვაყენებთ 50 გრ წაბლის ყვავილს 14 დღის განმავლობაში, ბნელ ადგილას. პერიოდულად შევანჯღრევთ. შემდეგ ვწურავთ და ვსვამთ 3 -ჯერ დღეში 30- 40 წვეთს ჭამამდე 20 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 3 - 4-კვირაა. ერთდროულად შევაზელთ დაზიანებულ ადგილებში დღეში რამდენჯერმე მალამოსაც:შევურიოთ 10 - 10 გრ დაფხვნილი გვირილის ყვავილები, სალბის ფოთლები და ყვავილები.50 გრ წაბლის გახეხილი ნაყოფი და 5 გრ კარტოფილის სახამებელი. ნარევს დავასხათ 200 გრ ქათმის ცხელი ცხიმი, ვათბოთ 1,5 საათი წყლის აბაზანაზე, დავაყენოთ ღამით, ისევ გავაცხელოთ ადუღებამდე, გავწუროთ. ნალექი გამოვწუროთ და გავაცივოთ.

  • ჭინჭრის ფოთლების ნაყენი ვარიკოზების დროს მიიღება ხანგრძლივად, თან უნდა დავიცვათ დიეტა: არ უნდა მივიღოთ ხორცი, მოვერიდოთ შემწვარ კერძებს.

  • ჩვეულებრივი თხილის ხის ქერქის ნახარში, დაქუცმაცებული ქერქის 1 ს/კ -ს დავასხათ 0,5 ლ მდუღარე, ვხარშოთ 10 წუთი, გავწუროთ. ვსვათ ნახევარ - ნახევარი ჭიქა 4 - ჯერ დღეში, ჭამამდე.

  • ძილის წინ სასარგებლოა ფეხის აბაზანების გაკეთება ჭაობის ბერულას ნაყენში. აბაზანის ტემპერატურა - 38 - 3 9 გრადუსი.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი