მარტივი სამკურნალო პროცედურები ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ

მარტივი სამკურნალო პროცედურები ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ
დასაწყის სტადიაზე ჰიპერტონული დაავადება ატარებს დროებით, ფუნქციურ ხასიათს, რომლის დროსაც წნევამ შეიძლება მოიმატოს რაღაც დროით, შემდეგ კი ისევ უბრუნდება ნორმას. თანდათან ნორმალურ წნევათა შორის შუალედები მცირდება და იწყება დაავადების მეორე სტადია - წნევის მყარი მომატების ფაზა. პირველ სტადიაზე ავადმყოფები ყველაზე ხშირად უჩივიან თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, სისხლძარღვთა პულსაციას, თავში სიმძიმეს, უძილობას და ჩქარ დაღლას. დაავადების მეორე სტადიაზე სიმტპტომები იგივეა, მაგრამ ისინი ხდება მყარი და ატარებს მუდმივ ხასიათს.
ჰიპერტონული დაავადების დროს ზიანდება ყველა ძირითადი ორგანო - გული, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი.

სამკურნალო რეცეპტები:
  • ჰიპერტონიის დროს რეკომენდებულია მივიღოთ შავი მოცხარის გამხმარი ნაყოფის ნაყენი: 1 ჭიქა მდუღარე დავასხათ 2 ს/კ ნაყოფს, დავდგათ ნელ ცეცხლზე 10 წთ, დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. ვსვათ მეოთხედი ჭიქა 4 - ჯერ დღეში.

  • ჩვეულებრივი ან წითელი ნემსიწვერა (გერანი). ამზადებენ ცივ გამონაწვლილს: 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ ფესურებს ასხამენ 2 ჭიქა წყალს, აყოვნებენ სიცივეში 8 სთ- ის განმავლობაში. გაწურულ ნაყენს სვამენ 100 - 100 მლ 4 -ჯერ დღეში ჰიპერტონიისა და თირკმლის დაავადებებით გამოწვეული მომატებული წნევის დროს.

  • ჭაობის ბერულას იღებენ ცხელი ნაყენის სახით ( 3 ს/კ 1 ჭიქა მდუღარეზე). დააყენებენ 2 სთ, გაწურავენ, სვამენ თითო ს/კ 3 -4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წთ ადრე. მიიღება ჰიპერტონიისა და თირკმლისმიერი წნევის დროს.

  • ზეთისხილის ხის კვირტების სპირტიანი ნაყენი მიიღება ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის სამკურნალოდ. 10 გრ კვირტებს ასხამენ 300 მლ არაყს ან 70 % - იან სპირტს და დააყენებენ 10 დღე, მიიღება 25 - 25 წვეთი 3 -ჯერ დღეში.
    შეიძლება მოვამზადოთ ზეთისხილის ფოთლების ნაყენი და ნახარში ( 2 ს/კ ფოთლები 1 ჭიქა მდუღარეზე ), დავაყენოთ 1 სთ, გავწუროთ. მივიღოთ მესამედი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.

  • კლდისდუმა. ჩ/კ დაქუცმაცებულ ნედლეულს ( მცენარის მიწისზედა ნაწილი )დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე და გაწურული ნაყენი ვსვათ 1 დღის განმავლობაში. დოზის გადამეტება დაუშვებელია.

  • გველის სურო. ძირითადი მოქმედება - ჰიპოტენზური მოქმედებაა. აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს. ამ მცენარიდან მიღებულია პრეპარატები - ვინკოპანი, დევინკანი, კავიტონი და სხვა.

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი