ვალერიანის ფესვები შესანიშნავი და ეფექტური წნევის დამწევი საშუალებაა

ვალერიანის ფესვები შესანიშნავი და ეფექტური წნევის დამწევი საშუალებაა
ჰიპერტონული დაავადება უფრო ხშირად წარმოიშობა საშუალო და ხნიერი ასაკის ადამიანებში, მაგრამ ზოგჯერ იგი ჩნდება ახალგაზრდებშიც. ქალებში, კლიმაქტერულ პერიოდში, ჰიპერტონიის გამოვლინება ძლიერდება.
დასაწყის სტადიაზე ჰიპერტონიული დაავადება ატარებს დროებით, ფუნქციურ ხასიათს, რომლის დროსაც წნევამ შეიძლება მოიმატოს რაღაც დროით, შემდეგ კი ისევ უბრუნდება ნორმას. თანდათან ნორმალურ წნევათა შორის შუალედები მცირდება და იწყება დაავადების მეორე სტადია - წნევის მყარი მომატების ფაზა. პირველ სტადიაზე ავადმყოფები ყველაზე ხშირად უჩივიან თავბრუსხვევას, ყურებში ხმაურს, სისხლძარღვთა პულსაციას, თავში სიმძიმეს, უძილობას და ჩქარ დაღლას. დაავადების მეორე სტადიაზე სიმპტომები იგივეა, მაგრამ ისინი ხდება მყარი და ატარებს მუდმივ ხასიათს.
ჰიპერტონული დაავადების დროს ზიანდება ყველა ძირითადი ორგანო - გული, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი.



რეცეპტები:
  • სამკურნალო ვალერიანი მიიღება შემდეგი სახით:
    ნახარში: 10 გრ ფესვებსა და ფესურებს დავასხათ 200 მლ მდუღარე, ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 20 წთ, დავაყენოთ 2 სთ. მივიღოთ თითო ს/კ 3 - 4- ჯერ დღეში.

  • ნაყენი: 10 გრ ფესვებსა და ფესურებს აქუცმაცებენ, ასხამენ ცივ, გადადუღებულ წყალს და და აჩერებენ 8 სთ, შემდეგ მიჰყავთ ადუღებამდე და წურავენ. იღებენ თითო ს/კ 3 - ჯერ დღეში.

  • ფხვნილი: ნაყავენ ფესვებსა და ფესურებს როდინში ან ფქვავენ ყავის საფქვავში. იღებენ 2 - 2 გრ 3 - 4- ჯერ დღეში.

  • ვალერიანის ნახარშის აბაზანები (0,5 კგ ფესვები 10 ლ წყალზე ).

სტატიის ავტორი: მამა დავითი (გოცირიძე)
სტატიის წყარო:უფლის აფთიაქი