ხაჭოს ნამცხვარი „ბატის თათები: ცომის რეცეპტი, რომელსაც კვერცხი არ სჭირდება
მათთვის, ვისაც ფინჯან ჩაისთან ნამცხვრით უყვარს პირის ჩატკბარუნება, ჩვენ ახალი რეცეპტი მოვამზადეთ. ხაჭოს ნამცხვარი მინიმუმი ინგრედიენტებისგან და მაქსიმალურად სწრაფად მზადდება!
ინგრედიენტები:
მომზადება:
გემრიელად მიირთვით!
ინგრედიენტები:
- 600 გრ ხაჭო
- 2 ჭიქა ხორბლის ფქვილი
- 200 გრ კარაქი
- 1 ჭიქა შაქარი
- 0,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 0,5 ჩ.კ. ვანილი
- 1 მწიკვი მარილი
მომზადება:
- მოათავსეთ თასში ხაჭო, დარბილებული კარაქი, ვანილი, მარილი და ფქვილში არეული გამაფხვიერებელი. მოზილეთ რბილი ცომი.
- სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი 0,5 სისქეზე. ამოჭერით ოთხკუთხედები. ცალკე თეფშზე დაყარეთ შაქარი.
- ამოავლეთ ყოველი კვადრატი შაქარში, დაკეცეთ შუაზე, შემდეგ კვლავ ამოავლეთ და ოდნავ დააჭირეთ ხელი. ზემოდან ისევ მოაყარეთ შაქარი. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი.გამოაცხვეთ 20-15 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!