ხაჭოს უგემრიელესი ნამცხვრები ჩაისთვის

ხაჭოს უგემრიელესი ნამცხვრები ჩაისთვის
fpaparazzi გთავაზობთ სასარგებლო და გემრიელი ნამცხვრის რეცეპტს, რომელიც თამამად შეგიძლიათ მოუმზადოთ პატარებსაც.
საჭირო მასალა:
  • ხაჭო 200 გ
  • კარაქი 100 გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ფქვილი 2 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • შაქარი 100 გ

მომზადება:
  1. ხაჭო გაატარეთ საცერში და შეურიეთ დარბილებული კარაქი.
  2. დაუმატეთ კვერცხი და კარგად ათქვიფეთ.
  3. შემდეგ დაუმატეთ გაცრილ ფქვილში შერეული გამაფხვიერებელი.
  4. მოზილეთ ცომი. საჭიროებისამებრ დაუმატეთ ფქვილი.
  5. გააკეთეთ ცომისგან გუნდა, გადააფარეთ ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.
  6. შემდეგ გაყავით ცომი 2 ნაწილად იმისათვის, რომ უფრო მოსახერხებელი იყოს გასაბრტყელებლად.
  7. გააბრტყელეთ თითოეული თხლად. ჭიქით ამოჭერით წრეები.
  8. თეფშზე დაყარეთ შაქარი და ამოავლეთ თითოეული წრე ერთი მხრიდან შაქარში.
  9. გადაკეცეთ შაქრიანი მხარით შიგნით და კვლავ ამოავლეთ შაქარში ერთი მხრიდან.
  10. კიდევ მოკეცეთ და კვლავ ამოავლეთ შაქარში ცალი მხრიდან.
  11. დაალაგეთ ორცხობილები ლითნის ფირფიტაზე შაქრის პუდრის მხარეთ ზემოთ და აცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით ცხელ ჩაისთან ან ყავასთან ერთად!