შინაურ პირობებში დამზადებული თაფლის რეცეპტები, იდეალური სახის კანისთვის და თმისთვის
ფუტკრის პროდუქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკაში. შინაურ პირობებში კარგია მათ ფუძეზე დამზადებული სხვადასხვა სახის მკვებავები, ნიღბები, სამკურნალო საშუალებები.
თმის მოვლა
მშრალი კანი
მკვებავი კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ ნაღების კარაქი და 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი. მომზადებისთანავე წაისვით.
თმის მოვლა
- თაფლის შამპუნი თმის დასარბილებად: 30 გრ სააფთიაქი გვირილას დაასხით 100 გრ წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. ნაყენი გაწურეთ და დაამატეთ ერთი დესერტის კოვზი თაფლი. დაბანილი თმა გაიშრეთ, კარგად დაისველეთ ამ შამპუნით, 30 - 40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ უსაპნოდ, თბილი წყლით.
- მშრალი თმის შემთხვევაში, ვიდრე დაიბანთ, სასურველია, საღამოს გაიკეთოთ ასეთი ნიღაბი: 1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ თაფლი, 2 კბილი ნადაყული ნიორი - კარგად აურიეთ და დაიდეთ თმაზე. დაბანის შემდეგ კარგია თუ ჭინჭრის ნაყენს გადაივლებთ.
- თაფლიანი ხახვი კარგია თმის გასამაგრებლად. ხახვი გაფცქვენით, გახეხეთ წვრილ სახეხზე, შეურიეთ თაფლი პროპორციით - 4:1, შეიზილეთ თავის თმიან ნაწილზე. 30 -40 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მშრალი თმისა და ქერტლის შემთხვევაში ამ მასას დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი, კარგად აურიეთ, შეიზილეთ თმის ძირებში, დაიფარეთ ქუდი 1 საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ.
- დინდგელის ექსტრაქტი თმის გასამაგრებლად. გამოიყენეთ დინდგელის 10 % - იანი ექსტრაქტი სპირტზე. შეიზილეთ თავის კანზე ან გამოიყენეთ თმის დასაბანად: 1ჩ/კ დინდგელის ექსტრაქტი 1 ჭიქა წყალზე. ეს არა მარტო ამაგრებს თმას, მის ზრდასაც უწყობს ხელს.
მშრალი კანი
- თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ და გექერცლებათ, საჭიროა კვირაში 2 - 3 -ჯერ გაიკეთოთ დამარბილებელი ნიღბები. 1 ჩ/კ თაფლი გაქენით 1 კვერცხის გულთან ან აიღეთ თანაბარი რაოდენობით თაფლი, კვერცხის გული და არაჟანი. დაიდეთ სახეზე ეს მასა 15 - 20 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- 1 ჩ/კ თაფლი, 3 ს/კ რძე, 3 ს/კ შვრიის ფქვილი (შეგიძლიათ "ჰერკულესი" დაფქვათ ), 1 ს/კ მცენარეული ზეთი. ნიღაბი დაიდეთ 20 წუთით, აუცილებლად ბნელ ოთახში.
- 1 ჩ/კ თაფლი გათეთრებამდე გაქენით და თანდათან ამატეთ ცოტაოდენი რძე, დაიდეთ სახეზე 15 წთ.
მკვებავი კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
1 კვერცხის გული, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ს/კ ნაღების კარაქი და 1 ჩ/კ სტაფილოს წვენი. გაიჩერეთ სახეზე 20 წუთი. მომზადებისთანავე წაისვით.