მარტივად გადაჭერით თმის ცვენის და ქერტლის პრობლემა ეფექტური საშუალებებით
დღეღამეში 50 -100 თმის ღერის დაკარგვა ბუნებრივ პროცესად მიიჩნევა და მასში საგანგაშო არაფერია. თუმცა, თუ დანაკარგი ყველა არსებულ ნორმას აჭარბებს, საჭიროა პრობლემას დაეთმოს განსაკუთრებული ყურადღება. ამასთან, რაც შეიძლება მალე!
თმის ცვენის მკურნალობა:
თავში ქერტლი თუ გაგიჩნდათ
თმის ცვენის მკურნალობა:
- მშრალი კანის შემთხვევაში თავი უნდა დაიბანოთ უსაპნოდ, თბილი წყლით, შემდეგ მსუბუქი მასაჟით შეიზილოთ 10 - 15 წუთის განმავლობაში სუფრის მარილი და ჩამოიბანოთ წყლით. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ 6 - ჯერ.
- თმის ცვენისა საწინააღმდეგოდ შეგიძლიათ იხმაროთ შემდეგი ნარევი: 1 წილი კონიაკი, 4 წილი თავიანი ხახვის წვენი, 6 წილი ბირკავას ნახარში ( 1 ს/კ ბალახი მოდუღებული ჩ/ჭ წყალზე) შეიზილეთ თავის კანში, შეიხვიეთ პირსახოცით 2 სთ განმავლობაში, შემდეგ კი დაიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
- მოსალოდნელი გამელოტებისას თმის ძირების გასამაგრებლად ოდითგან გამოიყენება სვიი გირჩების ნახარში. სვიი გირჩები უნდა შეაგროვოთ აგვისტო - სექტემბერში, მათ სრულ მომწიფებამდე. 1 ჩ/კ სვიას დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და ადუღეთ 30 წთ. გაცივების შემდეგ შეიზილეთ თავის კანში.
- თმის გასაჯანსაღებლად 1 ს/კ ჭინჭრის დაქუცმაცებულ მშრალ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი და დააყენეთ 1 საათის განმავლობაში. გაცივებული ნაყენი გაწურეთ და თავის დაბანის შემდეგ შეიზილეთ კანში, კვირაში 1 - 2 - ჯერ.
თმის ძირების გასამაგრებლად - თითო წილ მრავალძარღვას, სალბისა და ჭინჭრის ნარევს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ და გაწურეთ. ნაყენს დაუმატეთ შავი პურის გული. თბილი ნარევი შეიზილეთ თმის ძირებში, მერე თავზე დაიფინეთ პოლიეთილენის პაკეტი და ზემოდან თავსაფარი წაიკარით. ნარევი გაიჩერეთ 2 სთ. შემდეგ თმაზე გადაივლეთ თბილი წყალი და გაიშრეთ.
- მუხის ქერქისა და ხახვის ფურცლის თანაბარ რაოდენობას დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და ადუღეთ 1 სთ ძალიან დაბალ ცეცხლზე. გააცივეთ და გაწურეთ. მიღებული ნაყენით დაისველეთ თმა. 2 სთ - ის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით.
თავში ქერტლი თუ გაგიჩნდათ
- იხმარეთ ბალბის ფოთლების ნახარში.
- დაამზადეთ ჭინჭრის ნაყენი - 1 ს/კ ჭინჭრის გამხმარ ფოთლებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და გააგრილეთ. გაწურული ნაყენი გადაივლეთ თმებზე.
- სტრეპტოციდის 20 ცალი აბი კარგად დაფხვენით, გახსენით წყალში და გადაივლეთ თმებზე დაბანის შემდეგ.