თაფლი უებარი წამალია გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს!
თაფლი ოჯახში აუცილებელი პროდუქტია. ჩვენი წონაპრების კვებაში ის, როგორც გამაჯანსაღებელს, მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. აცხობდნენ თაფლის კვერებს, ღვეზელს, ამზადებდნენ სასმელებს.
თაფლი უებარი წამალია გულ - სისხლძარღვთა დაავადებების დროს. როდესაც კუნთები დასუსტებულია შესანიშნავ შედეგს იძლევა 1 - 2 თვის განმავლობაში დღე - ღამეში 50 - 70 გრ. თაფლის მიღება. ასეთი მკურნალობის დროს უმჯობესდება სისხლის შემადგენლობა, გულ - სისხლძარღვთა ტონუსი და ჰემოგლობინის შემცველობის პროცენტი.
გულ - სისხლძარღვთა დაავადებებისას თაფლი სხვა კომპონენტებთან ერთად გამოიყენება. ამ შემთხვევაში ეფექტიანობა კიდევ უფრო მაღალია.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

- აიღეთ 2 ჩ ჭიქა ასკილის ნახარში, შეურიეთ 1 კ თაფლი, მიიღეთ 3- ჯერ დღეში ნახევარი ჩაის ჭიქის ოდენობით. კურსი გრძელდება ხუთ დღეს. შემდეგ 5 დღეს მიღებას შეწყვეტთ, ასე გაიმეორებთ 3 - ჯერ.
- გულის ჰიპერტონიული დაავადებისა და უძილობის დროს კარგია 1 ჭიქა ბორჯომის წყალში გახსნილი ერთი სუფრის კოვზი თაფლი ნახევარი ლიმონის წვენთან ერთად. მიიღებთ დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.
- გულის ნებისმიერი დაავადების დროს კარგ შედეგს იძლევა "ამოსოვის პასტა", რომელიც შემდეგნაირად მზადდება: თითო ჩაის ჭიქა ჭერმის ჩირი, შავქლიავის ჩირი, ქიშმიში, ნიგოზი და 2 ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ 1 ჭიქა თაფლი. მიღებული მასა მოათავსეთ ქილაში და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას.
მიიღეთ დღეში ორჯერ, დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ. - ადამიანის გულის კუნთები განუწყვეტლივ მუშაობს და დახარჯული ენერგიის ნაცვლად, სჭირდება გლუკოზა, რომელიც თაფლის შემადგენელი ნაწილია. ამიტომ აუცილებელია ყოველ დღიურ რაციონში ავადმყოფს მიეცეს თაფლი, როგორც დიეტური და სასარგებლო საკვები.