გსურთ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი? დაამზადეთ ''ჯანმრთელობის ბომბი'' საკუთარი ხელით

გსურთ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი? დაამზადეთ ''ჯანმრთელობის ბომბი'' საკუთარი ხელით
ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ორგანიზმში ჯანმრთელობის დაცვის მთელი სისტემა არსებობს, რომელიც იმუნიტეტის სახელწოდებითაა ცნობილი.

იმუნიტეტი უჯრედულ დონეზე წარმოადგენს ბარიერს უცხო სხეულებისთვის: ვირუსებისთვის, ბაქტერიებისთვის, ინფექციებისთვის და ა.შ. ეს ძალზედ რთული სისტემა ჩვენგან ზრუნვასა და საკმარის ყურადღებას მოითხოვს!

მზრუნველობაში არ იგულისხმება სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატების გამოყენება იმუნიტეტის ასამაღლებლად. მათი მიღება რეკომენდირებულია ორგანიზმის მძიმე მდგომარეობის დროს, თანაც მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

საბედნიეროდ, არსებობს უამრავი საკვები პროდუქტი, რომელსაც სასარგებლო გავლენა აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემაზე, სისხლის მიმოქცევაზე, ადამიანის განწყობაზე და რაც მთავარია ჩვენს იმუნურ სისტემაზე. ეს პროდუქტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და მათი მიღება რეკომენდირებულია როგორც უფროსებისთვის, ასევე ბავშვებისთვისაც.

გსურთ გქონდეთ ძლიერი იმუნიტეტი? დაამზადეთ ''ჯანმრთელობის ბომბი'' საკუთარი ხელით

ეს 2 საშუალება, რომელთა დამზადების რეცეპტს დღეს ''Fpaparazzi''-ის რედაქცია გთავაზობთ, ''ჯანმრთელობის ბომბის'' სახელწოდებითაა ცნობილი.

''ჯანმრთელობის ბომბი'' ბავშვებისთვის

ინგრედიენტები:
  • 100 გრამი ქიშმიში;
  • 150 გრამი თხილი;
  • 100 გრამი ნუში;
  • 2 ლიმონი;
  • 100 გრამი კურაგა;
  • 100 გრამი ქლიავი;
  • 250-300 გრამი თაფლი.

თითოეული ინგრედიენტისგან უნდა მოამზადოთ ერთგვაროვანი მასა ხორცსაკეპის ან ბლენდერის გამოყენებით. მიღებული მასა აუცილებლად გადაიტანეთ მინის ქილაში და გამოყენებამდე შეინახეთ ბნელ ადგილას 1 ან 2 დღით.

მიღების წესი 3 წელს გადაცილებული ბავშვებისთვის: დღეში 1 სუფრის კოვზი ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

შეინახეთ ეს საშუალება მაცივარში.

''ჯანმრთელობის ბომბი'' უფროსებისთვის

ინგრედიენტები:

  • 200 გრამი კურაგა;
  • 200 გრამი ქლიავი;
  • 200 გრამი ლეღვის ჩირი;
  • 200 გრამი თხილი;
  • 1 ლიმონი;
  • 50 მლ კონიაკი;
  • 250 გრამი თაფლი.

გაატარეთ თითოეული ინგრედიენტი ხორცსაკეპში და მიღებულ მასაში ჩაამატეთ მოცემული რაოდენობით თაფლი და კონიაკი. მიღებული ერთგვაროვანი მასა გადაიტანეთ მინის ქილაში ან კერამიკულ ჭურჭელში და შენახეთ მაცივარში.

მიირთვით ეს საშუალება 1 სუფრის კოვზის ოდენობით ყოველ ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!