ამ ორმა ინგრედიენტმა სრულად შეცვალა სკუმბრიას გემო, არომატი კი ისეთი ქონდა, დეგუსტაციისთვის მეზობლები თავს დაგვესხნენ!
სკუმბრია - ყველანაირად მომზადებული უგემრიელესია. ზოგს ის შებოლილი ურჩევნია, ზოგს ზომიაერად მარილიანი. მაგრამ ასე მომზადებული თევზი თავის სასარგებლო თვისებებს კარგადვს. გამომცხვარი თევზი არა მხოლოდ არანაკლებ გემრიელია, ვიდრე შებოლილი, არამედ ბევრად სასარგებლო.
fpaparazzi მოგიმზადათ ყველის საფანელში გამომცხვარი სკუმბრიის შესანიშნავი რეცეპტი.
საჭირო მასალა:
მომზადების წესი:
გემრიელად მიირთვით!
fpaparazzi მოგიმზადათ ყველის საფანელში გამომცხვარი სკუმბრიის შესანიშნავი რეცეპტი.
საჭირო მასალა:
- სკუმბრია 2 ცალი
- ნიორი 2 კბილი
- კეფირი 1 ს/კ
- საფანელი 2 ს/კ
- მაგარი სახეობის ყველი 2 ს/კ
- მარილი გემოვნებით
- პილპილი გემოვნებით
- ნაღები 2 ს/კ
მომზადების წესი:
- დანაყეთ ან წვრილად დაჭერით ნიორი და შეურიეთ ნაღებსა და კეფირს.
- წვრილ სახეხზე გახეხეთ ყველი და შეურიეთ საფანელი.
- კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ თევზი და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.
- მოათავსეთ თევზი გამოსაცხობ ფორმაზე, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
- მოასხით ნაღებისა და კეფირის სოუსი და მოაყარეთ ყველისა და საფანელის ნარევი.
- გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე და მოათავსეთ თევზი გამოსაცხობად 25-30 წუთი.
- შემწვარი სკუმბრია სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ კარტოფილთან და ბოსტნეულის სალათთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!