გამომცხვარი სკუმბრია ლიმონისა და ნივრის შიგთავსით

გამომცხვარი სკუმბრია ლიმონისა და ნივრის შიგთავსით
მას წვავენ და აცხობენ, ამარილებენ და მარინადს ამზადებენ, ბოლავენ და გრილზე ამზადებენ. სკუმბრიის მომზადების უამრავი წესი არსებობს. ჩვენ კი გთავაზობთ რეცეპტს, რომელმაც ჩვენი კოლექტივის გული დაიპყრო! ფოლგაში გამომცხვარი სკუმბრია ორიგინალური შგთავსით - ნამდვილი შედევრია!

ინგრედიენტები:


  • 2 ცალი სკუმბრია
  • 2 კბილი ნიორი
  • 1 კონა მწვანილი
  • ½ ლიმონი
  • 2 ს.კ. ზეთი
  • 1-2 ს.კ. ლიმონის წვენი
  • მარილი, პილპილი - გემოვნებით


მომზადება:


  1. გაწმინდეთ თევზი, მოაცილეთ თავი, კუდი, შიგნეულობა, გარეცხეთ და გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით.
  2. მოუსვით მარილი და პილპილი.
  3. დაჭერით ლიმონი რგოლებად, თხლად, დაწერით მწვანილი, ნიორი, დაამატეთ ლიმონის წვენი, ზეთი და კარგად მოურიეთ.
  4. მოათავსეთ სკუმბრიის შიგნით ეს მასა.
  5. საცხობ ფორმაზე დააფინეთ ფოლგა, დადეთ თევზი და დააფინეთ ზემოდან ფოლგის ფენა.
  6. გამოაცხვეთ 25 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.
  7. 25 წუთში მოხსენით ფოლგა და განაგრძეთ გამოცხობა, სანამ არ შეწითლდება.