კარტოფილის ყვავილების ნაყენი ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას.
სამკურნალო მიზნით გამოიყენება ბოლქვები და ყვავილები. ბოლქვების ცილეული გამოირჩევა მაღალი ბიოლოგიური აქტიურობით. იგი უმეტესად შეიცავს ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი სხეულის ცილის შენებისთვის, ასევე შეიცავს პეკტინებს, უჯრედისს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, მარგანეცს, ნიკელს, სპილენძს, კობალტს, იოდს, ვიტამინებს - C, B1, B2, B6, PP,D, K, E, ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, სტერინებს, ორგანულ მჟავებს და საპონინებს.
სპილენძი ნიკელთან შეერთებით ზრდის ლეიკოციტების სიცოცხლისუნარიანობას, რაც ხელს უშლის ავთვისებიან სიმსივნეთა წარმოქმნას.
სპილენძი ნიკელთან შეერთებით ზრდის ლეიკოციტების სიცოცხლისუნარიანობას, რაც ხელს უშლის ავთვისებიან სიმსივნეთა წარმოქმნას.
- კარტოფილში შემავალი ვიტ. B1 ხსნის ფიზიკურ და ნერვულ დაძაბულობას, უვნებელყოფს შხამებს, ანეიტრალებს მრავალ კანცეროგენულ ნივთიერებას.
რომ შეინარჩუნოთ კარტოფილის ყველა ღირსება, მოამზადეთ იგი კანიანად. - მიიღეთ გახეხილი კარტოფილი 3 - 3 ს/კ 2 - ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში. ეს ამაღლებს იმუნიტეტს და ამუხრუჭებს ავთვისებიან სიმსივნეთა ზრდას.
- კარგათ ასუფთავებს მთელ ორგანიზმს და ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარებას ბოლქვების წვენი. მიიღეთ იგი ნახევარ - ნახევარი ჭიქა 2 -ჯერ დღეში, უზმოზე, ჭამამდე 30 წუთით ადრე და ძილის წინ. წვენისათვის ბოლქვები გახეხეთ კანთან ერთად. წვენის მიღების შემდეგ წამოწექით 30 წთ. მკურნალობის კურსი 10 დღეა. 10 - დღიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
- ორგანიზმს აჯანსაღებს კარტოფილისა და სტაფილოს წვენი ნარევი (1:1) სვით ნახევარ - ნახევარი ჭიქა 1 - 2 - ჯერ დღეში, 10 დღის განმავლობაში.
- კარტოფილის ყვავილების ნაყენს ხალხში თვლიან კიბოსაწინააღმდეგო საშუალებად: 1 ს/კ ყვავილებს დაასხით 0,5 ლ მდუღარე, დააყენეთ 3 სთ. მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჭიქა 3- ჯერ დღეში, ჭამამადე 30 წუთით ადრე. ერთ კურსზე საჭიროა 4 ლ ნაყენი.