ვაშლით შეგიძლიათ ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას, ტვინს და ნერვულ სისტემასაც უმკურნალოთ!
ხალხური მედიცინა ვაშლით მკურნალობის ათასგვარ რეცეპტს გვთავაზობს, რასაც თანამედროვე მედიცინაც უჭერს მხარს. ვაშლი შეიცავს ორგანიზმისთვის აუცილებელ თითქმის ყველა ვიტამინს B1, B2, B6, C, E, K, P, P ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, 8 - 10 % - იან გლუკოზას, მიკროელემენტებს, კალციუმს, ნატრიუმს, ფოსფორს და ძალიან დიდი რაოდენობით რკინას. სადღეისოდ ფართოდ გავრცელებული ანემიისთვის პირდაპირ მისწრებაა. ვაშლი წარმატებით ებრძვის მძიმე ლითონების იონებსა და რადიონუპლიდებს. ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის, გულის იშემიურ დაავადებათა პროფილაქტიკისათვის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნის დროს პაციენტმა საუზმემდე ერთი საათით ადრე ორი ცალი მომჟავო ვაშლი უნდა შეჭამოს.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:
- ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს, რამდენიმე თვის განმავლობაში ჭამამდე მიიღეთ 2 ჩ/ჭ თბილი კომპოტი ნაყოფთან ერთად. 4 გაუთლელ, წვრილად დაჭრილ ვაშლს დაასხით 1 - 1,5 ლ წყალი, აუდღეთ 15 წუთს, შაქარი დაუმატეთ გემოვნებით.
- ტვინის მუშაობის გასაძლიერებლად დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად დაყნოსეთ არომატული ვაშლის ნაჭრები.
- ნერვული სისტემის გასამაგრებლად დღის განმავლობაში სასარგებლოა ვაშლის ნაყენის მიღება. წვრილად დაჭრილ ვაშლს დაასხით მდუღარე და 2 სთ თავდახურული გააჩერეთ.