ნუ იჩქარებთ ძველი სააბაზანოს გადაგდებას! გაოცდებით, როცა დაინახავთ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ინტერიერში

ნუ იჩქარებთ ძველი სააბაზანოს გადაგდებას! გაოცდებით, როცა დაინახავთ, თუ როგორ შეიძლება მისი გამოყენება ინტერიერში
დგება დრო, როოცა სანტექნიკა უნდა შეიცვალოს. შეგიძლია გადააგდო ძველი თუჯის სააბაზანო, ან კაპიკებში ჩააბარო ჯართში. ან შეგიძლია ცოტაოდენი ძალისხმევა გამოიჩინო და მას ახალი სიცოცხლე მიანიჭო, საკუთარი თავი კი საჭირო და კარგი განწყობის შემქნელი ნივთით გაახარო.

დღეს ჩვენ მოგითხრობთ სააბაზანოს გამოყენების 5 ალტერნატიულ ვარიანტზე. ზოგი იდეა მართლაც გასაოცარია!

ძველი თუჯის სააბაზანო

ხელოვნური წყალსაცავი


ძველი სააბაზანო შეიძლება ლანდშაფტური დიზაინის ნაწილად იქცეს, ასევე შესანიშნავ სარელაქსაციო ადგილად. მინი-წყალსაცავის შესაქმნელად, ზოგი მომენტი უნდა გაითვალისწინოთ. ყველა ნასვრეტი ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული, სააბაზანო გრუნტში უნდა ჩამარხოთ, კიდეები კი ქვით ან დეკორის სხვა ელემენტებით მორთოთ, რათა წყალსაცავს უფრო ესთეტიკური იერსახე ჰქონდეს.


წყალსაცავი ჭაობად რომ არ ქიცეს, ჩაასხით მასში ბუნებრივი წყალი, რომელშიც საჭირო მიკროელემენტები ცხოვრობს. ასეთ წყალსაცავში თევზების გაშვებაც შეიძლება.

ავეჯი

სააბაზანო იოლად შეგიძლიათ ბაღის ავეჯად აქციოთ. მისი კუდურები ხომ სავარძლების საზურგეებს ჰგავს. სავარძლის შესაქმნელად, უნდა მოიჭრას სააბაზანოს ერთ-ერთი კედელი, 2 სავარძლის შესაქმნელად კი შუაზე უნდა გაიჭრას. დიზაინერული გაფორმება კი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული.

სარწყავი ჭურჭელი

თუ მებაღეობით ხართ გატაცებული, ეს იდეა სათქვენოა. ძველი სააბაზანო შესანიშნავია წყლის დასაყენებლად, რადგან ონკნის ქლორიანი წყალი მცენარეებზე ცუდად მოქმედებს. მაგრამ ჟანგიანი სააბაზანო საამისოდ არ გამოდგება. ან კარგად გახეხეთ, ან შეღებეთ.

ბუჩქნარი

არაფერია იმაზე ადვილი და იაფი, ვიდრე ძველი სააბაზანოსგან ბუჩქნარის შექმნა. უბრალოდ, მროთეთ ის და დარგეთ საყვარელი მცენარეები. მცენარეებმა თავი კარგად რომ იგრძნონ, გაატეთეთ რამდენიმე ნასვრეტი სააბაზანოში, რათა ზედმეტი წყალი დაიწრიტოს. ჩაყარეთ დრენაჟი, შემდეგ მოათავსეთ კომპოსტი და ნაყოფიერი ნიადაგი.

საბავშვო აუზი

გასაბერი აუზები არაპრაქტიკულია: ამთი გარეცხვა რთულია და მალე გამოდის მწყობრიდან. ძველი სააბაზანო კი ნამდვილი აღმოჩენაა ამ საქმისთვის პრინციპი იგივეა, რაც ხელოვნური წყალსაცავის შექმნისას, მაგრამ წყლის სადენის ადგილას ორმო უნდა ჩააღრმავოთ და სადრენაჟო მასალით შეავსოთ. ეს საშუალებას მოგცემთ, ჭუჭყიანი წყლისგან ამოტუმბვის გარეშე გათავისუფლდეთ.