რემონტი სააბაზანოში: რითი უნდა დაიწყოთ და რა სახის სამუშაო უნდა შეასრულოთ

რემონტი სააბაზანოში: რითი უნდა დაიწყოთ და რა სახის სამუშაო უნდა შეასრულოთ
სააბაზანო - ეს ოთახია სპეციალური პირობებით: მაღალი ტენიანობა, ტემპერატურის მერყეობა. აქედან გამომდინარე, სააბაზანოში რემონტის დაწყებამდე სამუშაო პროცესი დეტალურად უნდა დაგეგმოთ, მოიფიქროთ რა რის შემდეგ უნდა გააკეთოთ. ამ სტატიიდან თქვენ ისწავლით, თუ როგორ უნდა დაიწყოთ რემონტი სააბაზანოში და რა სახის სამუშაო უნდა შეასრულოთ საკუთარი ხელით.

ეტაპობრივი ინსტრუქცია სააბაზანოში რემონტის გასაკეთებლად



  1. გეგმის შედგენა და დიზაინის არჩევა
    სააბაზანოში ორი სახის რემონტი არსებობს:
    • დაუგეგმავი, სპონტანური, გაუთვალისწინებელი გარემოებების წყალობით. მაგ., როდესაც მილი გასკდა და შეიძლება მეზობლებთან წყალი ჩავიდეს. 
    • დაგეგმილი, რომელიც არის კოსმეტიკური და კაპიტალური. ის საჭიროებს დაგეგმავს, სერიოზულ ინვესტიციებს და დროს. 


    რემონტის დაწყებამდე კონკრეტული დიზაინი შეარჩიეთ. მოიფიქრეთ წვრილმან დეტალებამდე, როგორი იქნება ოთახი, შეარჩიეთ ფერი. ტრადიციულად პასტელური ფერები მიიჩნევა, ასევე ლურჯის ცისფერთან ან კრემისფერთან კომბინაცია. 



    შემდეგ აირჩიეთ მოსაპირკეთებელი მასალა. როგორც წესი, სააბაზანო ოთახში კაფელს, კერამიკულ გრანიტს, მოზაიკას, პლასტმასის პანელებს იყენებენ. შეამოწმეთ სანტექნიკა, გამოცვლა ხომ არ სჭირდება. საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ვარიანტი აარჩიეთ. 
    გადადით საზომ სამუშაოზე: გაზომეთ ყველა კუთხე, გამოთვალეთ ოთახის ფართობი. ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მოიფიქრეთ სად რას დადგამთ. 



  2. სანტექნიკის მასალების შერჩება და მასალები დასასრულებლად
    მნიშვნელოვანია გაიგოთ, რომ სანტექნიკის შეძენას წინ დაგეგმვა უსწრებს. ჯერ მოიფიქრეთ და შემდეგ წადით მაღაზიაში. კიდევ ერთი ფაქტორი - დააზუსტეთ თქვენ მიერ მოწონებული სანტექნიკის ზომები და შეადარეთ გეგმას, გამოგადგებათ თუ არა. 



    რაც შეეხება დასასრულებელ მასალებს, სასურველია შეიძინოთ მთელი სარემონტო პროცესის დროს. ასე დროს დაზოგავთ, და წამდაუწუმ სირბილი არ მოგიწევთ. ნუ დაგავიწყდებათ სწორი ინსტრუმენტების მომზადება. 

  3. სანტექნიკის დემონტაჟი და მოპირკეთება
    მას შემდეგ რაც წინა სამუშაო პროცესი დასრულდება, ვიწყებთ: გაიტანეთ ოთახიდან ხელსაბანი და აბაზანა, მაშინაც კი თუ ახლით არ ჩაანაცვლებთ. ასე შეძლებთ ისინი ხელუხლებელი და დაზიანების გარეშე შეინახოთ. ძველი ფილები ააძვრეთ, გაწმინდეთ ყველა ზედაპირი: ჭერი, კედლები, იატაკი. თუ ადრე შეღებილი გქონდათ კედლები, ძველი საღებავი მოაშორეთ.



  4. კომუნიკაციის შეცვლა: მილები, ელექტროგაყვანილობა
    ძველ ბინებში ყურადღება უნდა მიაქციოთ მილებს როგორც სააბაზანოში, ასევე მთელ სახლში. რატომ? ძველი მილებიდან ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჟონოს წყალმა, რაც ახალ რემონტს სულ დაგიზიანებთ. დაგჭირდებათ დამატებითი ინვესტიციები დეფექტების აღმოსაფხვრელად. 



    შემდეგი ნაბიჯი - ელექტროსადენების, ჩამრთველების შეცვლა, დააყენეთ ახალი როზეტი მოხერხებულ ადგილას. მნიშვნელოვანი მომენტი ამ ეტაპზე - სავენტილაციო სისტემის დამონტაჟება, სასურველია აუცილებლად დააყენოთ



  5. ზედაპირის გასწორება

    ამ ეტაპზე ყურადღება ზედაპირის მდგომარეობას მიაქციეთ. არათანაბარი კედელი სპეციალური ბათქაშით უნდა გაასწოროთ. წინასწარ ყველა ბზარი გაშპაკლეთ. რთულ სიტუაციაში რამდენიმე თაბაშირის ფენა დასჭირდება. 




  6. ზედაპირის ბოლო სამუშაო
    მას შემდეგ რაც ყველა ზედაპირს გაასწორებთ, შეგიძლიათ შემდეგ სამუშაოს შეუდგეთ: შეღებეთ, ფილები დააგეთ. საუკეთესო ვარიანტი ჭერის გასაფორმებლად - ემულსიური საღებავით შეღებვა. ასეთ ზედაპირზე ტენი არ დაგროვდება და ფერსაც დიდხანს შეინარჩუნებთ. პრაქტიკული გამოსავალი - ააკარით პლასტიკური პანელები ან გაჭიმული ჭერი. 



  7. სანტექნიკის დამონტაჟება
    სანტექნიკა თავის ადგილას დაამონტაჟეთ. ამ შემთხვევაში ყველა სივრცე ხელმისაწვდომი იქნება მოსაპირკეთებლად - რაც მთავარია, სანტექნიკა არ დაზიანდება. 



  8. ბოლო შტრიხები

    შემოიტანეთ ავეჯი, აქსესუარები: სარკე, კავი, ნათურა. საჭიროების შემთხვევაში შეცვალეთ კარები. მანამდე ეს გააკეთოთ, რადგან სანტექნიკის და ავეჯის შეტანის დროს შეიძლება დააზიანოთ, გაკაწროთ. 



ეს არის სარემონტო სამუშაოების თანმიმდევრულობა, რომელიც შეესაბამება პრაქტიკულ პრინციპებს. მთელი სამუშაო პროცესი შეგიძლიათ თავად გაახორციელოთ, შედეგით კი აღფრთოვანდებით. 
ახლა უკვე იცით, თუ საიდან უნდა დაიწყოთ რემონტი სააბაზანოში და როგორ უნდა შეასრულოთ სამუშაოს ყველა ეტაპი. შეგიძლიათ სპეციალისტების მომსახურებით ისარგებლოთ, მაგრამ გაცილებით იაფი დაგიჯდებათ, თუ თავად გააკეთებთ. ლამაზი სააბაზანო ყველა ადმიანის ოცნებაა, რადგან სწორედ ამ ოთახიდან იწყება დილა.