ცოტა რამ სუროს შესახებ

ცოტა რამ სუროს შესახებ
სუროს ევროპულად ჰედერას უწოდებენ, დღეს ამ მცენარის ასორტიმენტი საგრძნობლად არის გაზრდილი და მას ინტერიერის დიზაინის გასალამაზებლად იყენებენ. ქვით მოპირკეთებული კედელი - უბრალოდ კედელია, მაგრამ მასზე სუროს თუ გავახარებთ, ის ძველი ქალაქის ნაწილად იქცევა, სასიამოვნო მოგონებებით აღგავსებს და ოთახის იერსახეს სრულიად ცვლის.

უფრო ფაქიზი ფოთლების მქონე სური, პირიქით, უმჯობესია ფანჯრის რაფაზე გაახაროთ, მათი ხასხასა ფერები მუდამ ამაღლებს განწყობას.
მომდევნო ჯგუფი - ჰედერა ჭყეტელა, თეთრხაზიანი ფოთლებით. აკურატული და ნატიფი, ის ოთახს ჟურნალის გარეკანის იერსახეს აძლევს. კაშპოში ჩარგული ასეი სურო შესანიშნავია სხვადასხვა კომპოზიციების შესაქმნელად.

ზრდასრული ჰედერა კარგია თავისი პლასტიურობით. მუდამ შეგიძლიათ მიმართოთ მზარდი ყლორტები საჭირო მხარეს, მისცეთ მას ცოცხალი და ეფექტური მონახაზები და კედლის კომპოზიცია განსაკუთრებულად ლამაზად აქციოთ.

ზამთრის ბაღში კი სურო მყარ, მწვანე ხალიჩას ქმნის ციტრუსებისთვისა და პალმებისთვის.