სახის გამწმენდი ყველაზე ეფექტური ნიღბები, რომელიც რევოლუციას ახდენს.
თქვენი კანი ცოცხალი და დინამიკურია. ის სუნთქავს, იზრდება და იცვლება; იცავს ორგანიზმის ბაქტერიებისგან, ვირუსებისა და სხვადასხვა დამაბინძურებლისგან; იწოვს საკვებ ნივთიერებებს, შხამებს კი ოფლის მეშვეობით გამოდევნის.
ასაკის მატებასთან ერთად იკლებს კოლაგენი და ელასტინი - ჩვენი კანის "საშენი მასალა", რაც კანის დაონაოჭებასა და მოშვენას იწვევს.
თქვენი კანის რთულ, საიდუმლო ცხოვრებაში ჩაწვდომა არა მარტო გონივრული და ჯანსაღი ნაბიჯია, არამედ განსაზღვრავს იმასაც, თუ როგორი დამოკიდებულება გექნებათ საკუთარ კანთან: მტრული თუ მეგობრული?
იმეგობრეთ საკუთარ კანთან და გამოიყენეთ სახის გამწმენდი ყველაზე ეფექტური ნიღბები
კიტრის
კიტრის წვენი არამცთუ კარგად წმენდს კანს, არამედ ფორებსაც მშვენივრად ავიწროვებს. ნიღაბის მოსამზადებლად კიტრი გაფცქვენით და წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 1 ათქვეფილი კვერცხის ცილა, დაიდეთ სახეზე, გაიჩერეთ 10 - 15 წუთი და ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი, ყველაფერთან ერთად კარგი მატონიზირებელიცაა.
საფუარით
საფუარიანი ნიღბები უხდება ცხიმიან და პრობლემურ სახის კანს. შეურიეთ 20 გრ საფუარს 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე და 15 წუთი გაიჩერეთ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით მკვებავი კრემი. შეიძლება ოდნავ გაგიწითლდეთ სახე, მაგრამ არ შეშინდეთ, ეს ცვილის პროცესების გაძლიერების გამო ხდება.
შვრიის ბურბუშელით
კარგად წმედს კანს და სახის ყველა ტიპს უხდება. საუკეთესოა მშრალი და ნორმალური კანისათვის. 1 ს/კ შვრიის ფანტელი (მაგ: ჰერკულესი) დააყენეთ ცხელი რძით. მიღებული ფაფა გააგრილეთ და ოდნავ თბილი დაიდეთ სახეზე 10 - 15 წუთი, შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თუ ძალიან მშრალი კანი გაქვთ, შეგიძლიათ კვერცხის გული დაამატოთ ან ცოტაოდენი ხილის რბილობი, მაგალითად, ბანანი ან ნესვი. ცხიმიანი და ნორმალური კანისთვის 1 ს/კ შვრიის ფანტელს დაასხით მდუღარე წყალი და გააჩერეთ, რომ გაცივდება დაამატეთ 1 ჩ/კ ლიმონის წვენი. დაიდეთ სახეზე და გააჩერეთ 15 - 20 წუთი. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.
კვერცხით
ძალიან იოლია და ეფექტური. აიღეთ 1 ცალი კვერცხი და კარგად ათქვიფეთ, შემდეგ დაამატეთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი ( დაახლ. 5 - 6 წვეთი) და 1 ჩ/კ მცენარეული ზეთი. მასა დაიდეთ სახეზე 10 - 15 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
კოსმეტიკური თიხით
იყიდება გამზადებულიც, მაგრამ თუ ფხვნის შეიძენთ, ცოტა წყალში გახსენით, დაიდეთ სახეზე 10 - 15 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის შემდეგ უკეთესია თუ დამატენიანებელ კრემს წაისვამთ. თიხის შერჩევა კი თქვენი სახის კანის ეტაპზეა დამოკიდებული. პრობლემურ და ცხიმიან კანს უხდება თეთრი, ცისფერი და მწვანე თიხა; ნორმალურ და შერეულ ტიპის კანს - წითელი და თეთრი თიხის ნაზავი (ხშირად მას ვარდისფერ თიხას უწოდებენ); მშრალ და მგრძნობიარე კანს - წითელი თიხა; დაბერებულ და დამჭკნარ კანს - ყვითელი თიხა.
ხმელი ბალახებით
ბალახები მშვენივრად ამშვიდებს, წმენდს და აცოცხლებს სახის კანს. ნიღბების მოსამზადებლად შეარჩიეთ თქვენი კანისთვის შესაფერისი ბალახები.
ცხიმიანი კანისთვის: კალანდულა, გვირილა, სალბი, ფარსმანდუკი, ვირისტერფა.
მშრალი და ნორმალური კანისთვის: გვირილა, პიტნა, ვარდისა და ასკილის ფურცლები, ცაცხვის ყვავილი.
მომზადება: ხმელი ბალახი ან ბალახების ნაკრები დაფქვით, მაგალითად, ყავის საფქვავში. მიღებულიდან აიღეთ 2 ს/კ ფხვნილი და დაასხით მდუღარე წყალი (დაახლოებით ნახევარი ჭიქა ), დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ 15 წთ. შემდეგ წყალი გადაასხით, დარჩენილი ფაფა კი სახეზე დაიდეთ 15 - 20 წუთი. შეგიძლიათ მარლის დახმარებითაც გაიკეთოთ ნიღაბი: ფაფა მარლას წაუსვათ, შემდეგ კი სახეზე დაიდოთ კომპრესივით. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
გამწმენდი ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის
აიღეთ ერთი ცალი კარტოფილი, გაფცქვენით და წვრილად გახეხეთ, შეურიეთ ერთი კვერცხის ცილა, 1 ჩ/კ თაფლი და ერთი მწიკვი მარილი. წაისვით სახეზე, გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ასეთი ნიღაბი ცვლის პროცესების გააქტიურების გამო ზოგჯერ კანის ოდნავ შეწითლებას იწვევს.
მჟავე კომბოსტოთი
შესანიშნავია სახისთვის, კარგად წმენდს და ავიწროებს ფორებს. გაიწმინდეთ სახე და სქელ ფენად დაიდეთ მჟავე კომბოსტო. გაიჩერეთ 15 წუთი ან 30 წუთი თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. ჩამოიბანეთ გრილი წყლით.