ბაბუაწვერას სასწაულებრივი ნიღბები, რომელიც სახის კანის ყველა ტიპს უხდება.
ეს მცენარე ისეთ მრავალრიცხოვან მიკროელემენტებს, ვიტამინებსა და სხვა საკვებ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც სახის კანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს.
ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენებოდნენ ბაბუაწვერას და ძალიანაც პოპულარული იყო. მას ხმარობდნენ სახის კანის რეგენერაციის მასტუმულირებლად და გამაახალგაზრდავებლად. ბაბუაწვერა კანის ნებისმიერ ტიპს უხდება.
ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გამოიყენებოდნენ ბაბუაწვერას და ძალიანაც პოპულარული იყო. მას ხმარობდნენ სახის კანის რეგენერაციის მასტუმულირებლად და გამაახალგაზრდავებლად. ბაბუაწვერა კანის ნებისმიერ ტიპს უხდება.
- ყველასთვის ცნობილია, რომ მგრძნობიარე კანისთვის აუცილებელია კოსმეტიკური საშუალებების საგულადგულო შერჩევა. ბაბუაწვერას ნიღბები კი ასეთი კანისთვის ზედგამოჭრილია. თუ მგძნობიარე სახის კანი გაქვთ, გჭირდებათ ფორების შეკუმშვა, კანის გაწმენდა და დატენიანება, ისარგებლეთ შემოთავაზებული ნიღბებით.
ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ თანაბარი რაოდენობის ბაბუაწვერას, პიტნისა და მრავალძარღვას წვრილად დაჭრილი ფოთლები. გაქენით ისინი ფაფის მიღებამდე. დაუმატეთ ჩაის კოვზი თაფლი და ამდენივე ანადუღარი წყალი. ყველაფერი კარგაფ აურიეთ და გამოიყენეთ როგორც სახის ნიღაბი. გაიჩერეთ სახეზე დაახლოებით ნახევარი საათი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. კარგი ეფექტის მისაღებად სახეზე ზეითუნის ზეთი წაისვით. - ვისაც ცხიმიანი კანი გაქვთ, თქვენც მოგეხმარებათ ბაბუაწვერა. ამ მცენარის ფუძეზე დამზადებული ნიღბები კარგია სახიდან ცხიმების ლაპლაპის, ჭორფლის, შავი წერტილების და პიგმენტური ლაქების მოსაცილებლად. ამისათვის აიღეთ ბაბუაწვერას 10 ცალი ფოთოლი და კარგად გაქენით. შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხის ცილა და კარგად აურიეთ. ნიღაბი მზადაა. დაიდეთ აუცილებლად სუფთა სახეზე არა უმეტეს 20 წუთისა.
- მშრალი კანის დასატენიანებლად და მისთვის ჯანსაღი იერის დასაბრუნებლად, ასევე ვიტამინებით გასამდიდრებლად, დაამზადეთ ასეთი ნიღაბი: რამდენიმე ფოთოლი ისე დააქუცმაცეთ და გაქენით, რომ ფაფა მიიღოთ. შემდეგ დაუმატეთ ცოტაოდენი თაფლი და ანადუღარი წყალი. მიღებული მასა დაიდეთ სახეზე 15 წთ - ით, ჩამოიბანეთ ცივი წყლით.