გლოქსინია - ოთახის მცენარის გადარგვის აუცილებელი ძირითადი წესები

გლოქსინია - ოთახის მცენარის გადარგვის აუცილებელი ძირითადი წესები
გლოქსინია მრავალწლიანი ოთახის მცენარეა, რომელიც შემოდგომის დაწყებისთანავე, როცა დღე იკლებს, თებერვლის ბოლომდე დასვენების პერიოდში გადადის. როგორც გაზაფხულის პირველი მზის სხივი გამოჩნდება ყვავილი იღვიძებს. სწორედ ამ დროს ყვავილის გადარგვა აუცილებელია. კვირტების გამოჩენა ნიშანია რომ დროა გადარგვა დაიწყოთ. გლოქსინიამ ახალ ადგილას სრულყოფილი განვითარება რომ განაგრძოს მოსამზადებელი ეტაპი უნდა გაიაროთ. 

გადარგვის დროს აუცილებელი ძირითადი წესები

ქოთნის შერჩევა

ყვავილის ქოთანი ბოლქვებზე დიდი უნდა იყოს, მხოლოდ 5-6 სმ დიამეტრის. ძალიან დიდ ქოთანში ყვავილი ფოთლების და ფესვების ზრდისკენ იქნება მიმართული და აყვავების პროცესი დააგვიანდება. გარდა ამისა, დიდ ქოთანში ნიადაგი წყლით გაიჟღენთება, რაც ფესვებისთვის საშიშია. 

ნიადაგის მოთხოვნა




გლოქსინიას მსუბუქი მკვებავით სავსე ნიადაგი სჭირდება, რომელიც ჰაერს კარგად გაატარებს. წყლის გადაჭარბება რეკომენდებული არაა, რადგან ფესვები შეიძლება დალპეს. კარგი იქნება თუ ნიადაგის მთავარი ნაწილი ტორფი იქნება. 

ოთახის მცენარეების მოყვარულებს ყოველთვის აქვთ არჩევანი - შეიძინონ მზა ნიადაგი ან თავად მოამზადონ. გამზადებულ ნიადაგებს შორის გლოქსინიასთვის გამოდგება ფიალოკის გასაზრდელად საჭირო მსგავსი ნიადაგი. თუმცა უმჯობესია თუ ცოტა გამხსნელს დაუმატებთ. 

სახლის პირობებში მიწა შემდეგ ნარევისგან შეგიძლიათ მოამზადოთ:

  • ვარიანტი 1 - თანაბარი ნაწილით მდინარის ქვიშა, ჰუმუსი(შავი მიწა), ხის და ფოთლოვანი მიწა. 
  • ვარიანტი 2 - 3 ნაწილი ტორფი და ფოთლოვანი მიწა, 2 ნაწილი სუფთა მდინარის ქვიშა. 


მცენარის უკეთესი ადაპტაციისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი მკვებავის დამატება. 1 ლიტრ სუბსტრატს 50 გრ სასუქი დაუმატეთ.

სადრენაჟო ფენა

სადრენაჟო მცენარის ხარისხიანი ზრდისა და განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. ის ქოთნის ძირში მცენარის გადარგვამდე უნდა მოათავსოთ. სადრენაჟო ფენა საჭირო სიღრმის შექმნის საშუალებას გაძლევთ. სადრენაჟოდ გამოდგება დაქუცმაცებული ქვანახშირი, თიხა, თიხის ჭურჭლის ნატეხები, მდინარის კენჭი.

ტუბერების მომზადება




ყვავილის ქოთნისა და ნიადაგის ნარევის მომზადების შემდეგ, შეგიძლიათ ტუბერები მოამზადოთ. თავიდან ძველი ქოთნისგან გაათავისუფლეთ, კარგად გარეცხეთ და გამხმარი ფესვები მოაშორეთ. შემდეგ სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარში მოათავსეთ და 30 წუთით გააჩერეთ. ეს პრევენციული ღონისძიება მომავალში ყვავილს დაიცავს. ამის შემდეგ კარგად გააშრეთ 20-24 საათი.

ბოლქვები ძლიერი და ხარისხიანი უნდა იყოს. თუ ცოტათი სუსტია, მოათავსეთ მდინარის ქვიშით სავსე კონტეინერში 2-3 დღე ან სტიმულატორის ხსნარში რამდენიმე საათით.

ბოლქვების გადარგვის მახასიათებლები

გადარგვის დროს აუცილებელია ბოლქვები სწორი მიმართულებით დარგოთ. ტუბერებს 2/3 სიმაღლეზე რგავენ. ზემოდან მიწის მოყრა აუცილებელი არაა. დარგვისთანავე ნიადაგს რწყავენ და კონტეინერს პლასტმასის თავსახურს აფარებენ, ყვავილის სასათბურე პირობას ქმნიან. ქოთანი ნათელ და თბილ ოთახში მოათავსეთ.

რეგულარულად მორწყეთ, ასევე ყოველდღიურად 20 წუთის განმავლობაში გაანიავეთ. ორი ფოთლის სრული განვითარების შემდეგ ჩვეულებრივი ოთახის პირობებში თანდათან გადაიყვანეთ. ამისთვის 5-7 დღის განმავლობაში დღისით პლასტმასის თავსახურს ხდიან და ღამე ისევ ახურავენ. ამის შემდეგ თავსახური საერთოდ მოხსენით და ქოთანი ნიადაგით სრულად ამოავსეთ, ისე რომ სიღრმე 1-2 სმ დაფაროთ.