მარტივი და იაფი ხერხები, რათა თავიდან აიცილოთ ტოქსინების დაგროვება და არასასიამოვნო სუნი.
ჩვენს ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინები გარეთ კანის საშუალებით გამოდის არასასიამოვნო სუნის თანხლებით. ეს რომ არ მოხდეს, საკმარისია, მოვიწესრიგოთ ნაწლავების ჯანმრთელობა, რადგან სწორედ მას უწევს ტოქსინებთან გამკლავება. სცადეთ ეს მარტივი და იაფი ხერხები, რათა თავიდან აიცილოთ ისეთი არასიამოვნო მოვლენა, როგორიცაა ცუდი სუნი.
- ქლოროფილი - სუნების ბუნებრივი გამანეიტრალებელი, რომელიც სისხლსა და მსხვილ ნაწლავში მუშაობს. ეხმარება ნებისმიერი ტიპის არასასიამოვნო სუნის დროს.
- მცენარეული საკვები - ბოსტნეული სავსეა ტენით, ტუტით, უჯრედისით, ენზიმებით, ქლოროფილით და ანტიოქსიდანტებით.
- თუთია - ღირსეულად ებრძვის სხეულის მძაფრ არასასიამოვნო სუნს, რომელიც ხშირად პირის ღრუს ჰიგიენის საშუალებების შემადგენლობაში შედის. თუთიის შემცველი პროდუქტებია: ხორცი, იოგურტი, ნიგოზი, ზღვის პროდუქტები, თეთრი სოკო და გოგრის თესლი.
- პრობიოტიკები - შეიცავს იოგურტი და კეფირი, ებრძვის "ცუდ" ბაქტერიებს და აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს.
- ქინძი - ეხმარება მძიმე მეტალებისა და ორგანიზმისთვის სხვა მავნე ნივთიერებების გამოდევნას, ასევე, შეიცავს ქლოროფილს.
- გააქტიურებული ნახარში - ეხმარება ლორწოსა და ნაწლავების სხვა დამანაგვიანებლების გამოდევნას.
- B ვიტამინი/მაგნიუმის კომპლექსი - ეს ნივთიერებები შესანიშნავია ცუდი სუნის მოსაცილებლად.
- ჩაი ( არა ერთჯერად პაკეტებში ) კარგად წმენდს და ბევრ ანტიოქსიდანტსაც აწვდის ორგანიზმს.
- წყალი - ეხმარება ღვიძლიდან, მსხვილი ნაწლავიდან და თირკმელებიდან ტოქსინების გამოდევნას და ხელს უწყობს საჭმლის მონელებას. დამატებითი ეფექტებისთვის წყალს შეიძლება დაამატოთ ლიმონი, რომელიც, ასევე, აჩქარებს საჭმლის მონელებასა და ტოქსინების გამოდევნას.
- ხახვი და ნიორი (ხანგრძლივი მოხმარებისას ) - ხელს უწყობს არასასიამოვნო სუნის გაქრობას თავიანთი ბაქტერიების საწინააღმდეგო მოქმედებითა და სისხლის გაწმენდის უნარით.
- ერიდეთ ანტიბიოტიკებსა და იმ პროდუქტებს (ისეთებს, როგორიცაა შაქარი), რომლებიც რძიანას საფუარის სოკოთი კვებავენ.