თუ გსურთ რომ გქონდეთ ძლიერი, ხავერდოვანი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა
სხვადასხვა ზეთების ნიღბებს თმისთვის ძალიან ეფექტურად გამოიყენებენ მისი შემადგენლობის გამო. უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ნიღაბი მინიმუმ 20 წუთი მაინც უნდა გაიჩეროთ, იდეალური დაახლოებით 1 საათია, შედეგად თმა უფრო ხავერდოვანი და ძლიერი ხდება, ბზინვარება ემატება. ზეთის წასმის შემდეგ თავზე პოლიეთილენი გადაიკარით, ზემოდან კი შალი ან ქუდი დაიფარეთ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ჩვეულებრივ, ზეთებს საღებავების ჩამოსაწმენდად იყენებენ. ამიტომ ზეთოვანი ნიღაბი თმის შეღებვამდე გაიკეთეთ.
რომელი ზეთია უკეთესი?
ჯერ უნდა იცოდეთ, ზეთი რას უწყობს ხელს. მაგალითად:
რეცეპტები
როგორ მოვამზადოთ?
ასეთი საცხების მოსამზადებლად რამდენიმე ხერხი არსებობს. ინგრედიენტების შერევის შემდეგ მასას ოდნავ აცხელებენ წყლიან აბაზანაში. ნიღბის წასმას იწყებენ თმის ძირებიდან. ცხიმიანი და ნორმალური თმის ძირებზე ნუ წაისვამთ ნიღაბს, მხოლოდ თმის ზედა ნაწილებზე დაიდეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ კვირაში არა უმეტეს ორჯერ. 12 პროცედურის შემდეგ ერთი ან ორი თვე უნდა დაისვენოთ. ნიღაბი კარგად უნდა ჩამოიბანოთ, რისთვისაც კარგია ღრმა წმენდის შამპუნები, რომლებიც აქტიური კომპონენტების შემცველობის გამო ყველაზე კარგად აცლის თავის კანსა და თმას ზეთის ფენას.
რომელი ზეთია უკეთესი?
ჯერ უნდა იცოდეთ, ზეთი რას უწყობს ხელს. მაგალითად:
- ზეითუნის ზეთი აღადგენს თმის სტრუქტურას;
- ნუშის ზეთი თავის კანზე მოქმედებს და თმასაც ელასტიურსა და ბზინვარეს ხდის;
- პალმის ზეთი თმის ძირებს ამაგრებს;
- თალგამის ზეთი თმას არბილებს, ბზინვარებას მატებს, ამაგრებს ძირებს.
რეცეპტები
- დაზიანებული თმის აღსადგენად ნებისმიერ ბაზურ 3 ს/კ ზეთს შეურიეთ თითო სუფრის კოვზი თაფლი, ლიმონის წვენი და კონიაკი;
- მშრალი თმისთვის საკმარისია 4 ს/კ ფუძე - ზეთი შეურიოთ ერთი კვერცხის ცილას;
- ნორმალური თმისთვის სასარგებლოა აბუსალათინისა და ზეითუნის ზეთის ნაზავი შამპუნთან ( ყველა ინგრედიენტი 1 ს/კ );
- მტვრევადი თმისთვის სასარგებლოა ავოკადოს და ზეითუნის ზეთების ნაზავი ( თითოეული 3 ს/კ );
- თმის ცვენის პრობლემების დროს ერთმანეთს შეურიეთ კვერცხის გული, თითო ს/კ კონიაკი, ვიტამინი D, ლიმონის წვენი და თაფლი, ასევე 1,5 ს/კ აბუსალათინის ზეთი.