აი, როგორ უნდა გამოიყენოთ კურკუმა ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და სახსრების ტკივილის მოსაცილებლად!

აი, როგორ უნდა გამოიყენოთ კურკუმა ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და სახსრების ტკივილის მოსაცილებლად!
კურკუმა, შავი პილპილი და ქოქოსის ზეთი - ამ სამ კომპონენტს ცალცალკე უამრავი უპირატესობა აქვს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ მათ შეურევთ, ეფექტურობა ბევრად იმატებს.

ამ სუპერ-ტრიოს მოსამზადებლად სულ რაღაც 10 წუთი დაგჭირდებათ, მისი შენახვა მაცივარში 2 კვირამდე არის დაშვებული და შეგიძლიათ თითო კოვზი დაამატოთ ნებისმიერ კერძს.

კურკუმა, მისი აქტიური ინგრედიენტის, კურკუმინის წყალობით ბლოკავს ტკივილის წარმომშობ მოლეკულებს, რომლეიც ანთებას უკავშირდება. თანაც ის არ იწვევს უკუჩვენებას.

შავი პილპილი ხელს უწყობს წონაში კლებას, ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, მოქმედებს როგორც ბუნებრივი ანტიდეპრესანტი. შემოთავაზებული პასტის მთავარი საკვანძო ნაწილი გახლავთ პიპერინი, რომელსაც ის შეიცავს და რომელიც კურკუმინის შეწოვას 1000-ჯერ ზრდის.

ქოქოსის ზეთის ანტიმიკრობული თვისებები ზრდის კურკუმინის აბსორბციას, ამასთან, ცილის შესანიშნავი წყაროა.

პასტის უპირატესობები:


  1. ნატურალური ანტიოქსიდანტი, ანტისეპტიკი
  2. აძლიერებს იმუნიტეტს
  3. აბალანსებს ქოლესტერინის დონეს
  4. აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
  5. ზრდის მეტაბოლიზმს
  6. ხელს უწყობს წონაში კლებას
  7. აუმჯობესებს მეხსიერებას და ტვინის მუშაობას
  8. დაბლა სწევს წნევას
  9. ამცირებს ანთებას და სახსრების სიხისტეს
  10. ამცირებს ტრიგლიცერიდების დონეს


რეცეპტი

ინგრედიენტები


  • ¼ ჭიქა კურკუმას ფხვნილი
  • 1 ჩ.კ. ახალ დაფქული შავი პილპილი
  • 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
  • ½ ჭიქა წყალი


მომზადება და გამოყენება:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და ხარშეთ ნელ ცეცხლზე, ხშირად მოურიეთ. როცა ნარევს ბუშტუკები გაუჩნდება, დაუწიეთ ცეცხლს და განაგრძეთ მორევა. როგორც კი გასქელდება, მოხსენით ცეცხლიდან.
  2. გააცივეთ ნარევი, მოათავსეთ შუშის ქილაში და შეინახეთ მაცივარში. გამოიყენეთ 2 კვირის განმავლობაში.


რეკომენდებული დოზა გახლავთ დღეში 2 ჩ.კ. შეგიძლიათ დაამატოთ საკვებში ან კოქტეილებში.