ეს სასმელი შეაჩერებს უამრავი დაავადების განვითარებას, შეანელებს დაბერებას და გაააქტიურებს ტვინის მუშაობას

ეს სასმელი შეაჩერებს უამრავი დაავადების განვითარებას, შეანელებს დაბერებას და გაააქტიურებს ტვინის მუშაობას
გთავაზობთ მარტივ რეცეპტს, რომელსაც საოცარი მაკურნებელი ეფექტი აქვს მთელ ორგანიზმზე, ის ეხმარება ორგანიზმს გაახალგაზრდავებაში, გაძლიერებაში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე.

ჩვენ არ შეგვიძლია შევაჩეროთ დაბერება, მაგრამ შენელება - სრულაიდ შესაძლებელია.

კურკუმა ცნობილია ჩინურ მედიცინასა და აიუვერდაში, როგორც უამრავი დაავადებების წამალი.

მას მძლავრი ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია. კურკუმას საუკუნეების მანძილზე გამოიყენებენ იაპონიის კუნძულ ოკინავას მცხოვრებლები. სწორედ მათგან მოდის რეცეპტი, რომელსაც დღეს გთავაზობთ.

ეს სასმელი საშუალებას იძლევა, კურკუმა გამოვიყენოთ მაქსიმალური სარგებლით.

მისი მომზადება ორი ნაწილისგან შედგება.

პირველი ნაწილი - კურკუმის პასტა
ინგრედიენტები:


  • ¼ ჭიქა დაფქული კურკუმა
  • ½ ჩ.კ. შავი დაფქული პილპილი
  • ½ ჭიქა სუფთა წყალი


მომზადება:


მოათავსეთ ინგრედიენტები ქვაბში და დადგით საშუალო ცეცხხლზე, ადუღების შემდეგ კიდევ 5-7 წუთით დატოვეთ სქელი მასის მიღებამდე. გააცივეთ მასა, ჩაასხით შუშის ქილაში და მოათავსეთ მაცივარში.

მეორე ნაწილი - მწვანე რძე
ინგრედიენტები:


  • ½ ჩ.კ. კურკუმის პასტა
  • 1 ჭიქა ნუშის რძე
  • 1 ჩ.კ. ქოქოსის ზეთი
  • 1 ჩ.კ. თაფლი


მომზადება:

გაათბეთ რძე 50 გრადუსამდე, დაუმატეთ პასტა, თაფლი, კარგად მოურიეთ და დაუმატეთ ქოქოსის ზეთი.

ოქროს რძე შავი პილპილის საუცხოო არომატს იძენს, მისი ძლიერი გემო მოდის ნივთიერებიდამ, რომელსაც ალკალოიდ პიპერინი ეწოდება და რომელიც ამაღლებს კურკუმის ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

რეკომენდებულია ამ საშუალების ყოველდღიური მიღება, რათა მოკლე დროში მიიღოთ დადებითი შედეგები.