როგორ დავიკლოთ წონაში მკაცრი დიეტის გარეშე
თურმე ისიც შეიძლება, რომ ორგანიზმისა და საკუთარი თავის "გატანჯვის" გარეშეც მივაღწიოთ სანატრელ შედეგს და წონაში დავიკლოთ - სწრაფად და ჯანმრთელობისათვის ზიანის მიუყენებლად. თქვენც სცადეთ!
წარმატებებს გისურვებთ!
- უზმოზე სვით ლიმონიანი წყალი
ჭიქაში გააზავეთ ლიმონის წვენი და სვით უზმოზე საუზმემდე. ის პექტინს შეიცავს, რომელიც შიმშილის გრძნობას თრგუნავს. - იკვებეთ ხშირად
წაიხემსეთ დიეტური "პურეულით", ცხიმგაცლილი ხაჭოთი ან ცხიმდამწველი კოქტეილებით. იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. მაშინ სისხლში დაბალი შაქრის დონე შენარჩუნდება, ანუ ინსულინის გამოყოფა მინიმალური იქნება. - იკვებეთ ნელა
როდესაც სწრაფად ჭამ, ცუდად დაღეჭილ საკვებს ყლაპავ, შენი ორგანიზმი ცდილობს, რაც შეიძლება სწრაფად შთანთქას ცხიმები. რაც უფრო კარგად დაღეჭავთ, მით უფრო უკეთ შეითვისებს საკვებს ორგანიზმი, თქვენც სწრაფად დანაყრდებით და აღარც წონაში მოიმატებთ. - დაივიწყეთ შაქარი, მსუყე ცომეული და სწრაფი კვება
ეს ყველაფერი - ზედმეტი "სწრაფი" ნახშირწყლები და ცხიმები, რომლებიც ერთად ტრანს - ცხიმებს ქმნიან. ამას კი ცხიმების დაგროვება მოაქვს. იწყება ქოლესტერინის "დაშლაკვა" და მისი დალექვა შენი სისხლძარღვების კედლებზე, ზედმეტი დატვირთვა გულზე და წნევის პრობლემები. სამაგიეროდ უშაქრო ჩაი გაცილებით სასარგებლოა, თანაც უკეთესად შეიგრძნობ ამ სასწაულმოქმედი სასმელის გემოს და არომატს. - მიატოვე ლუდი
ლუდი სავსეა აბსოლუტურად ზედმეტი და უსარგებლო კალორიულობით, თანაც ძალიან აღძრავს მადას. მამაკაცებს ლუდი მუცლის აბდომილარულ არეში გაძლიერებულად უგროვებს ცხიმს. - ხშირად და ბევრი იმოძრავე ფეხით
თუ დრო არ გყოფნის სავარჯოშოდ და ვერც ტრენაჟორებზე მიდიხარ, უბრალოდ, ფეხით იარე! ტრანსპორტი დაივიწყე და გასავლელი გზის რაღაც ნაწილი მაინც გაიარე ფეხით! თუ დრო გაქვს, გასავლელად ყველაზე გრძელი გზა აირჩიე. ნუ ისარგებლებ ლიფტით - კიბით იარე! თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ მერე მიეჩვევი. ასე ფეხის კუნთებსაც ავარჯიშებ და ზედმეტი კალორიებისგანაც განთავისუფლდები. - მიირთვი ბევრი ცილოვანი საკვები
საჭმელი, რომელიც ცილებს შეიცავს, ცხიმების დაგროვების რისკს აქვეითებს და მისგან თავის დაღწევაში მოგეხმარება. ამიტომ შენს რაციონში ჩართე მჭლე ხორცი, ხაჭო, თევზი, კვერცხი, რძე. - მიიღე მეტი უჯრედისი
უჯრედისი ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, მძიმე მეტალების მარილებს, რადიონუკლიდებს. ავსებს ორგანიზმს ვიტამინებით, არეგულირებს ნაწლავების მიკროფლორის შემადგენლობას. გაგანთავისუფლებს შიმშილის გრძნობისგან. უჯრედისს შეიცავს ხილი, პარკოსნები, მწვანილი, ბურღულეული. - თავს ნუ მოიშიებ
ეცადე რაღაც შეჭამო, სანამ "საფუძვლიან" ჭამა - სმას შეუდგები. მწვავე შიმშილი ორგანიზმს გადაძღომისკენ უბიძგებს. ამიტომ ყოველთვის გქონდეს თან კურაგა ( ჭერმის ჩირი), შავი ქლიავი ან ნიგოზი.
წარმატებებს გისურვებთ!