სახლში დამზადებული შამპუნი, რომელიც ბევრად უფრო ხარისხსიანი და ეფექტურია.
მოამზადეთ თქვენი თმისა და კანის ტიპის შესაბამისად. ასეთი შამპუნი, რომელიც ნატურალურ ინგრედიენტებზე მზადდება, არაფრით არ ჩამოუვარდება ხარისხით ნაყიდს და თავისი სასარგებლო თვისებებით ჯობნის კიდეც მას.
- მდოგვის - ცხიმიანი და ნორმალური თმებისთვის:
2 - 3 ს/კ მდოგვის ფხვნილი გახსენით თბილ წყალში. ეს მასა ჩაასხით თბილწყლიან ტაშტში. ჩაყავით შიგ თავი და კარგად დაიბანეთ - საგულდაგულოდ შეიზილეთ მდოგვი თმაში.
მდოგვი აშორებს თმას არასასიამოვნო ცხიმოვან ლაპლაპს, თმა უფრო ხანგრძლივად გამოიყურება სუფთად და ჩინებულად, თანაც სწრაფად იზრდება. - ჟელატინის - დასუსტებული თმებისათვის:
1 ს/კ ნებისმიერ შამპუნს დაუმატეთ 1 კვერცხის ცილისა და 1 ს/კ ჟელატინის ფხვნილი. კარგად გათქვიფეთ. მიღებული შამპუნი წაისვით სველ თმაზე, გაიჩერეთ 5 - 10 წუთი და კარგად ჩამოიბანეთ. ჭარბი პროტეინების გამო, თმა ლამაზად და ხშირად გამოიყურება. - თეთრი თიხის - თმის ცვენისას:
თეთრი თიხა ( შეიძინეთ აფთიაქში ან კოსმეტიკურ მაღაზიაში ) გახსენით იმდენ თბილ წყალში, რომ არაჟნისებური მასა მიიღოთ. დაიდეთ სველ თმაზე, შეზელით, ჩამოიბანეთ. აუცილებლობის შემთხვევაში შეგიძლიათ გაიმეოროთ. გადაივლეთ ლიმონიანი წყალი. თმა რბილი და ბზინავი ხდება, ქრება ქერტლი და ჩერდება თმის ცვენა. - კვერცხისგულიანი - მშრალი თმისთვის:
ერთი კვერცხის გულს შეურიეთ 1 ჩ/კ აბუსალათინის ზეთი და ამდენივე ზეითუნის ზეთი. მიღებული ხსნარით დაიბანეთ თმა. თმა ელასტიური და რბილი ხდება. - კვერცხ -ლიმონ - ზეთიანი შამპუნი - თმის ასაფუებლად:
3 ს/კ შამპუნის ფუძეს პარფიუმერული დანამატების გარეშე (იკითხეთ აფთიაქში ) დაუმატეთ 1 კვერცხი, 1 ჩ/კ ლიმონის წვენი და რამდენიმე წვეთი თქვენთვის სასურველი ეთერის ზეთი.
ასეთი შამპუნით დაბანილი თმა ბრწყინავს და ფუვდება. - პურის - ნებისმიერი ტიპის თმისთვის:
თხლად დაჭერით ჭვავის პური და შეურიეთ კეფირს. მშრალი თმისთვის გამოიყენეთ 3,3 % - იანი ცხიმიანობის კეფირი და ბევრი პური დაუმატეთ. ცხიმიანი თმისთვის - 1 % - იანი კეფირი და ნაკლები პური.
ეს მასა მინიმუმ 3 საათი მაინც დადგით თბილ ადგილზე. შამპუნი ათქვიფეთ ბლენდერით და შეუდექით დაბანას.