რჩევები, როგორ მოვუაროთ მშრალ თმას

რჩევები, როგორ მოვუაროთ მშრალ თმას
არასოდეს დაიბანოთ თავი ძალიან ცხელი წყლით და არ გაიშროთ, ცხელიჰაერით. ეცადეთ არ გაიხუნოთ თმა. თუ ღია ფერის თმა გაქვთ, დაბანის შემდეგ გადაივლეთ გვირილის ნაყენი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება:

  • უნდა ავიღოთ 2 ს/კ გამხმარი გვირილა, დავასხათ ერთი ლიტრა წყალი და ვადუღოთ ხუთი წუთის განმავლობაში. მიღებული ნაყენი გადავწუროთ. თუ ამასთანავე თმის ოდნავ გაღიავებაც გინდათ, მაშინ უნდა აიღოთ ოთხ - ხუთი კოვზი გვირილა, დაასხათ ნახევარი ლიტრა წყალი და ადუღოთ 15 წუთის განმავლობაში, ამის შემდეგ ნახარში გააციეთ და გადაწურეთ. იმის მიხედვით თუ რამდენად გინდათ თმის ფერის შეცვლა, ნაყენი დაიტოვეთ 15 წუთიდან ნახევარ საათამდე. გადავლებისას გაუფრთხილდით თვალებს.

  • რაც შეიძლება იშვიათად გაიკეთეთ თმის ქიმიური დახვევა, მაგრამ თუკი მაინც გიწევთ თქვენი თმისთვის ამ მეტად უსიამოვნო პროცედურის ჩატარება, უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად საჭიროა, თმის კვება მცენარეული ზეთით. 10 დღეში ერთხელ მაინც.
    შემთბარი მცენარეული ზეთი ( სასურველია ზეითუნის ), გადაისვით თმაზე და თითებით შეიზილეთ თავის კანში. თავი შეიხვიეთ თბილი, მშრალი პირსახოცით. ამის შემდეგ კი თავი დაიბანეთ. შეეცადეთ სოსტემატიურად იხმაროთ სპეციალურად მშრალი თმისთვის განკუთვნილი შამპუნი.

    დაიმახსოვრეთ: თქვენს თმაზე ცუდათ მოქმედებს მზის სხივები ( ჭარბი რაოდენობით ), ძლიერი ქარი, მარილიანი და ქლორიანი წყალი.

  • ყოველი დაბანვის შემდეგ თავზე წაისვით სპეციალური ბალზამი, ან გადადუღებული მცენარეული ზეთი. შეიძლება ამ პროცედურების სისტემატურად ჩატარების შემდეგ შეამჩნიოთ, რომ თმები უფრო სწრაფად გესვრებათ. ეს არაფერია, უბრალოდ თმის უფრო ხშირად დაბანვა მოგიწევთ.

  • მშრალი თმა დროდადრო შეგიძლიათ დაიბანოთ მაწვნით.მაწონი კარგად შეიზილეთ თავის კანსა და თმაში. ზემოდან შემოიხვიეთ მშრალი პირსახოცი, 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით, რომელშიც წინასწარ უნდა გახსნათ ერთი კვერცხის გული.

  • თმა პერიოდულად შემდეგნაირად უნდა დაიბანოთ. 1 კვერცხის გულს დაუმატეთ, 1 ს/კ მცენარეული ზეთი და 10 გრ მშრალი თმისათვის განკუთვნილი შამპუნი. მიღებული ნარევი წაისვით თავზე, თმები გულდასმით დაივარცხნეთ და შეიხვიეთ თბილი, მშრალი პირსახოცით. დაახლოებით საათნახევრის შემდეგ თავი დაიბანეთ თბილი წყლით, დასასრულს გადაივლეთ ძმარგარეული წყალი.


გადავწყვიტეთ გაგანდოთ ერთი საიდუმლო, თმის ღერები გაცილებით უფრო ელასტიური და მაგარი გექნებათ, თუ ყოველი დაბანვის შემდეგ თავის კანში შეიზელთ მცირე რაოდენობით გამდნარი ბატის ქონს. ჩვენი დიდედების სწორედ ასე იქცეოდნენ და თმებიც, საოცრად ლამაზი და ხშირი ჰქონდათ.
სტატიის ავტორი: თამარ ასანიშვილი
სტატიის წყარო:ქალი სილამაზე და...