ანტიოქსიდანტების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე
ანტიოქსიდანტები (ანტიდამჟანგველები) ბუნებრივი ნივთიერებებია, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე დამჟანგველი პროცესების ინჰიბიტორებს წარმოადგენს. ისინი უჯრედების მემბრანას იცავს პოტენციურად საშიში რეაქციებისგან, რომელმაც, შესაძლოა მოჭარბებული ჟანგვა გამოიწვიოს.
ანტიოქსიდანტების მოქმედება
იმისათვის რომ ანტიოქსიდანტების როლი და მოქმედება გავიგოთ, საჭიროა მის სისტემატიზაციას ჩავწვდეთ, რადგან თითოეულ ნაირსახეობას, საკუთარი ფუნქცია აქვს. არსებობს:
თავისუფალი რადიკულების ფორმირების ბლოკატორები;
ანტიოქსიდანტური ფერმენტები და მათი გამააქტიურებლები ( აქვთ 3 სახის კლასიფიკაცია);
ანტირადიკალური ნივთიერებები ( ისინი დამატებით 2 სახეობად იყოფიან ).
სახელწოდება ზუსტად გამოხატავს ანტიოქსიდანტების მოქმედების შიდა პროცესებს, რომლებიც უჯრედულ დონეზე მიმიდინარეობს. მარტივად რომ ვთქვათ, ისინი აჩერებენ ან აყოვნებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს, რადგან დაჟანგვა, რომელშიც ჟანგბადი მონაწილეობს, - ბუნებაში ყველა ნგრევის მთავარი მიზეზია. მაგალითად, როდესაც მიწაზე ფოთლები ლპება ანდა რკინა ჟანგდება - ეს ყველაფერი, არსებითად, სწორედ ჟანგბადის მონაწილეობით მიმდინარე ჟანგვის ერთი და იგივე პროცესია. ეს ანალოგი ადამიანის ორგანიზმზეც შეიძლება გადავიტანოთ. რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედებაც, ქრონიკული დაავადებებიც, სტრესიც და ყბადაღებული დაბერებაც ( ანუ ადამიანის ავადმყოფობათა მთელი მასა ) ხელს უწყობს ორგანიზმში თავისუფალი რადიკალების ფორმირებას, რომელთა გაუვნებელყოფებაც სწორედ ანტიოქსიდანტებს ძალუძს.
ანტიოქსიდანტების შემცველი კვების პროდუქტები
ესენია: ხილი, ბოსტნეული, სასმელები, ზოგიერთი მცენარე - მარცვლოვანი და პარკოსანი კულტურები, ფინიკი, ბანანი, ნიორი, წითელი ჯიშის ყურძენი, მოცვი, შტოში, ბროკოლი, მშრალი წითელი ღვინო, ჩაი, ნატურალური ყავა, შოკოლადი, იმბირი ( კოჭა, ჯანჯაფილი, ჯინჯერი ).
მაგალითად, ერთი - ორი ფინჯანი ყავა უზრუნველყოფს ადამიანისთვის საჭირო ანტიოქსიდანტების საჭირო დოზას. ბროკოლი ყველაზე მეტი რაოდენობის C ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს (ორჯერ მეტს, ვიდრე ციტრუსები) და არა ნაკლებს A ვიტამინების ჯგუფს (თითქმის სტაფილოს დონემდე ).
წითელი ( შავი) ღვინოები თავისუფალი რადიკალების კარგი შთანთქმელია (ბუნებრივია, ზომიერი მოხმარების ფარგლებში ) - ამისათვის საკმარისია წყალში გაზავებული ნახევარი ჭიქა ღვინო. შავი ჩაი 300 ქიმიურ შენაერთს შეიცავს, ვიტამინების, ამინომჟავების, მინერალური და მთრიმლავი ნივთიერებებისა და ცილების ჩათვლით. შოკოლადი ორგანიზმში ზრდის ანტისტრესულ პროცესებს და ასტიმულირებს ნერვულ სისტემას.
ყველაზე ძლიერი ანტიოქსიდანტები
ოქსიდანტების ან ჯგუფს მიეკუთვნება ხილი და ბოსტნეული, ასევე მათგან წარმოებულნი: წვენები, მუსები, მორსები. ანტიოქსიდანტებით ყველაზე მდიდრად ითვლება ბროწეული, მოცხარი, ცირცელი, შტოში, ყურძენი. მათთვის დამახასიათებელია მოტკბო - მომჟავო გემო და წითელი, მოწითალო - მოლურჯო, ლურჯი ფერი. სხვა პროდუქტებიდან - ჩაი (მწვანე ), წითელი ღვინო და კაკაო.
ანტიოქსიდანტებს შეიცავს ( 100 გრ პროდუქტი )
ალუბალი - 670 ერთეული;
ფორთოხალი - 739 ერთ;
ქლიავი - 949 ერთ;
წითელი ღვინო - 739 ერთ;
ჟოლო - 1,22 ერთ;
მაყვალი - 2,036 ერთ;
მარწყვი - 1,54 ერთ;
მოცვი - 2,4 ერთ;
ქიშმიში -2,83 ერთ;
შავი ქლიავი - 5,77 ერთ;
ბადრიჯანი -390 ერთ;
მარცვლეული - 400 ერთ;
ხახვი -450 ერთ;
წითელი წიწაკა - 710 ერთ;
ჭარხალი - 840 ერთ;
ბროკოლი - 890 ერთ;
ბრიუსელის კომბოსტო - 980 ერთ;
ისპანახი - 1,26 ერთ;
თავიანი კომბოსტო - 1,77 ერთ.