თმის ზრდისთვის წიწაკის ნიღბები სასწაულებრივ ეფექტს ახდენს!

თმის ზრდისთვის  წიწაკის  ნიღბები  სასწაულებრივ ეფექტს ახდენს!
წიწაკის ნაყენის ეფექტურობა თმის ძირების ფოლიკულების ნერვული დაბოლოებების გაღიზიანებაში მდგომარეობს, რის შემდეგაც იზრდება სისხლის მიწოდება და თმა სწრაფ ზრდას იწყებს. ნაყენის შეძენა აფთიაქშიც შეიძლება და შეიძლება თავადაც მოამზადოთ. თავზე სუფთა სახით ნაყენის შეზელა არ არის მიზანშეწონილი, რამდენადაც კანის მგრძნობიარობის გამო მოსალოდნელია ძლიერი წვა ან ალერგია გამოიწვიოს. ასევე დიდი რაოდენობით მისი ხმარება სავარაუდოდ კანს და თმას გამოაშრობს და ქერტლს გააჩენს. ამის გამო, წიწაკის ნაყენი ჩართეთ სხვადასხვა ნიღბების შემადგენლობაში. ასეთი ნიღბები სასწაულებრივ ეფექტს ახდენს!

წიწაკის ნაყენის მომზადება:
შემადგენლობა:
  • არაყი - 100 მლ;
  • მწარე წითელი წიწაკა - 1 ცალი.

მომზადება:
წიწაკა დაფქვით და არაყი დაასხით. გააჩერეთ ბნელ ადგილზე 2 - 3 კვირა. გამოიყენეთ ნიღბის სახით. არყის ნაცვლად შეგიძლიათ მცენარეული ზეთი იხმაროთ, თუმცა ნაკლები მასტიმულირებელი ეფექტი ექნება.

თმის ზრდისთვის წიწაკის ნაყენიანი ნიღბების რეცეპტები
  1. ერთი სუფრის კოვზ წიწაკის ნაყენი შეურიეთ ამდენივე აბუსალათინის ზეთი ( ზეითუნის, თალგამის ან ნუშის ) ზეთს. მიღებული მასა შეიზილეთ თმის ძირებში, თბილად შეიხვიეთ თავი და გაიჩერეთ 1- 2 საათი.

  2. თანაბარი რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს ხახვის წვენი, თალგამის ზეთი, თაფლი და წიწაკის ნაყენი. შეიზილეთ თმის ძირებში, დაითბუნეთ თავი და გაიჩერეთ 1 - 2 საათი.

  3. 1 - 2 სუფრის კოვზი წიწაკის ნაყენი, 2 ცალი კვერცხის გული და 150 გრ კეფირი (ან მაწონი) შეურიეთ ერთმანეთს და იგივენაირად მოიქეცით, როგორც წინა რეცეპტებშია მითითებული.

იყავით ფრთხილად!
  • ნიღაბი წაისვით მხოლოდ თმის ძირებში და არა მთლიანად თმაზე;
  • ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში მხოლოდ 1 - 2 - ჯერ და არა მეტად, თანაც ცოტა რაოდენობით;
  • ძლიერი წვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პროცედურა და ნიღაბი თმიდან ჩამოიბანეთ;
  • გახსოვდეთ, რომ შეღებილმა თმამ ნაყენის ზემოქმედებით, შეიძლება ფერი იცვალოს.

სტატიის ავტორი: ციცინო მჭედლიშვილი
სტატიის წყარო:ჯანმრთელობა ყველასათვის