ამ მარტივი ხრიკის დახმარებით მაგარი ხორცი 30 წუთში საოცრად რბილი და ნაზი გახდება

ამ მარტივი ხრიკის დახმარებით მაგარი ხორცი 30 წუთში საოცრად რბილი და ნაზი გახდება
ხდება ისე, რომ ბაზარში ან სუპერმარკეტში ხორცის შერჩევისას ის მშვენივრად გამოიყურება, მომზადების შემდეგ კი დაღეჭვა გიჭირს. ან ფილეს საყიდლად ფული არ გყოფნის და უფრო მაგარ ნაწილს ყიდულობ.



დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ დავარბილოთ ყველაზე მაგარი ხორციც კი ამ ერთი ნატურალური ინგრედიენტის მეშვეობით.

რბილი ხორცის მომზადება


საამისოდ საუკეთესო საშუალებაა, 30 წუთის განმავლობაში ხორცი კივის რბილობში მოათავსოთ. მაგრამ ჩვენ გთავაზობთ დაამატოთ სუნელები, რათა დროის ეკონომია გასწიოთ და შემდგომში გამზადებული ხორცი გქონდეთ.



ინგრედიენტები

  • 1-2 კივი
  • 1-1,5 კგ ხორცი
  • მარილი
  • პილპილი და სხვა სასურველი სუნელები
  • როზმარინი
  • ხახვი ან ნიორი სურვილისამებრ


მომზადება:

  1. გარეცხეთ და გაამშრალეთ ხორცი. დააბლენდერეთ კივი ან გახეხეთ.



  2. დაამატეთ კივის ფაფაში სუნელები.



  3. დატოვეთ ამ მარინადში ხორცი 30 წუთით. თუ ხორცი ძალიან მაგარია, 1-2 საათით.

  4. დროის ამოწურვის შემდეგ მოამზადეთ სასურველი კერძი. ეს მარინადი შესანიშნავია მწვადებისთვის.





რედაქციის რჩევა


ეს მეთოდი საგრძნობლად აჩქარებს ხორცის მომზადების პროცესს. 40-50 წუთში ხორცი უკვე მზა და წვნიანი იქნება, იმ დროს, როცა გულიაში 2-2,5 საათი ითუშება. შეგიძლიათ კივის ნებისმიერი მარინადი მოამზადოთ: დაამატეთ ბალახები, ღვინო, ხილი, უჩვეულო სუნელები. ან ჯერ ჩაალბეთ ხორცი რბილობში, შემდეგ კი მოამზადეთ მარინადი.