8 მარტივი ხერხი შიმშილის გრძნობის ჩასახშობად. უმარტივესი გზა წონაში დაკლებისკენ
მზაკვრული შიმშილის გრძნობა ხშირად გვდარაჯობს საღამოობით და ძილის საშუალებას არ გვაძლევს. ბევრისთვის ნაცნობია გზა საწოლიდან მაცივრამდე,რომელსაც დანაშაულის გრძნობა სდევს თან. დროა, გავწყვიტოთ ეს ჩაკეტილი წრე და საქმეს საფუძვლიანად მივუდგეთ! გტავაზობთ რამდენიმე ხრიკს, რომლების მეშვეობითაც შეძლებთ შიმშილის გრძნობის ჩახშობას და კოშმარული სიზმრებისგან გათავისუფლებას.
დაემშვიდობეთ სნეკებს
კალორიული გემრიელობები, უმჯობესია, ცოტა რაოდენობით შეიძინოთ და საერთოდაც, სადმე შორს გადამალოთ.
ნაკლები მარილი ვახშამზე
მარილიანი და ცხარე კერძები ვახშამზე, უფრო ამწვავებს შიმშილის გრძნობას. ეცადეთ მარილის მოხმარება ორჯერ შეამციროთ, ასევე უარი თქვით კერძებზე დიდი ოდენობით სუნელებით.
გამორიცხეთ სწრაფი ნახშირწყლები
ცხიმიანი, ტკბილი, ცომეული, შემწვარი - საღამოს საკვების მიღების ტაბუ გახლავთ. დაივიწყეთ ალკოჰოლზე და გაზიან სასმელებზე. ეს პროდუქტები სწრაფად ანაყრებს და სწრაფადვე აღვიძებს შიმშილის გრძნობას.
მიირთვით ბროკოლი
ბროკოლი დიდი ხნით ახშობს შიმშილის გრძნობას. შეუხამეთ მას სხვადასხვა მცენარეული ზეთი, კუნჯუთი, გოგრის თესლი.
ფიზიკური აქტივობა
ძილის წინ გარბენა დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში მძიმე სამუშაო დღის მერე. არადა, სწორედ სტრესი გვიბიძგებს ხანდახან, მივვარდეთ ღამით მაცივარს.
დაუწიეთ გრადუსს
ხანდახან, შიმშილის გრძნობის დასახშობად, საკმარისია, ტემპერატურა 17-18 გრადუსამდე დაიყვანოთ. სწორედ ამიტომ გვირჩევენ ექიმები გრილ ოთახში ძილს.
დალიეთ წყალი
ხშირად, მივიჩნევთ, რომ გვშია, არადა, ორგანიზმს უბრალოდ სითხე ესაჭიროება. დაწოლის წინ, დაიდგით ჭიქა წყალი სასთუმალთან: ასეთი ხრიკი გაგათავისუფლებთ მომაბეზრებელი შიმშლისი გრძნობისგან.
გაიხეხეთ კბილები
პიტნიანი პასტა იმდენად სასიამოვნოა, რომ დიდი ალბათობით არ მოგინდებათ პირის ღრუს იდეალური სისუფთავის დარღვევა.