9 პროდუქტი, რომელიც ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ: იზრუნეთ გარეგნობაზე შიმშილის გრძნობის გარეშე

9 პროდუქტი, რომელიც ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ: იზრუნეთ გარეგნობაზე შიმშილის გრძნობის გარეშე
არ ჭამოთ დაძინებამდე 3-4 საათის მანძილზე - ეს ყველა დიეტაზე მყოფის მთავარი მიზანია. რგორც არ უნდა ვარღვევდეთ დიეტის პირობებს, ეს ოქროს წესი განსაკუთრებად არის დაცული.
ყველა ადამიანისათვის ვინც საკუთარ გარეგნობას აქცევს ყურადღებას, შიმშილის შეგრძნება. რომლის მოტყება წყლით ან უცხიმო კეფირით ძალიან რთულია და შესაბამისად ამ შეგრძნებით დაძინება ხშირად გვიწევს. თუმცა აღმოჩნდა, რომ არსებობენ პროდუქტები რომელთა გამოყენებას დიეტოლოგები არა მხოლოდ 18-19 საათის შემდეგ უშვებენ, არამედ ძილის წინაც.

fpaparazzi წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომელთა ჭამაც ძილის წინ შეგიძლიათ.

1. ბოსტნეულის იკრა
9 პროდუქტი, რომელიც ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ: იზრუნეთ გარეგნობაზე შიმშილის გრძნობის გარეშე
აირჩიეთ თქვენი გემოვნებით: ბადრიჯანი, ყაბაყი ან ბოსტნეულის ასორტი.

2. სოკო

მოხარშული სოკო - დაბალკალორიული ცილოვანი პროდუქტია. სუფთა მდგომარეობაში, ანუ ზეთის ან სხვა პროდუქტის დამატების გარეშე სოკოს ჭამა შეგიძლიათ ძილის წინ და ამით გარეგნობას ზიანს არ მიაყენებთ. თქვენ ასევე შეგიძლიათ სოკოს იკრაც დაამზადოთ.


3. ვირთევზა

თევზის დიეტური თეთრი ხორცი ძალიან სასარგებლოა ორგანიზმისთვის ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების წყალობით, რომელთა ათვისებაც მარტივად ხდება.

4. სიმინდი

ქოლესტერისაგან ორგანიზმის გასაწმენდი სასარგებლო პროდუქტი - მოხარშული სიმინდი. გარდა ამისა, გემრიელი მარცვლები ხელს უშლის ცხიმოვანი გროვების წარმოქმნას.


5. კომბოსტო

ეს იდეალური ვახშამია მათვის ვინც გახდომას ცდილობს - კერძი კომბოსტოს ნებისმიერი სახეობისაგან. მათში შედის B ჯგუფის ვიტამინები. ეს ბოსტნეული შესანიშნავად ანაყრებს და გვეხმარება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციონირების ნორმალიზებაში.


6. კამბალა

მეთიონინი რომელსაც ეს თევზი შეიცავს, ცხიმების დაშლას უწყობს ხელს.


7. ჭარხალი

შეუცვლელი პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს ციხმების ცვლის რეგულაციას და აფერხებს ზედმეტი ცხიმის დაგროვებას. ჭარხლის გამოყენება შეგიძლიათ, მოხარშულ, გამომაცხვა და ნედლ მდგომარეობაში. შეეცადეთ მოამზადოთ ჭარხალის ჭიქურა - ეს გემრიელი და მსუბუქი საღამოს წახემსება იქნება.

8. გოგრა

ეს ბოსტნეული ყველაზე პოპულარულია დიეტური კერძების სიაში. ძილის წინ შეგიძლიათ მიირთვათ ლამაზი შესახედაობის და ძალიან გემრიელი გოგრის პიურე.

9.თალგამი

გარდა იმისა, რომ თალგამი დიეტურ პროდუქტებს მიექკუთვნება, ის შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას და ორგანიზმს ენერგიით ავსებს.


იმედი გვაქვს ჩვენს მიერ შემოთავაზებული პროდუქტების სია, რომელთა ჭამაც ძლის წინ შეგიძლიათ დაგეხმარებათ შიმშილის გრძნობის გარეშე მოუაროთ გარეგნობას - ნუ შეიზღუდავთ თავს საკვებში.

თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია, არ დაიზაროთ დაგივტოვეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. გაუზიარეთ ეს სასარგებლო ინფორმაცია თქვენს მეგობრებს!